ჩეხეთში ხვალიდან ღამით გასვლა აიკრძალება

0
92

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო ჩეხეთში 28 ოქტომბრიდან მოსახლეობას ღამის საათებში გარეთ გასვლა აეკრძალება. კერძოდ კი 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განმარტებით, მანამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 263 5773 ადამიანი დაინფიცირდა, 2337 პაციენტი კი გარდაიცვალა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ