ჩეხეთი ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს

0
115

ჩეხეთი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს უჭერს, —

ჩეხეთის, საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის თქმით, «რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მისი საომარი პოლიტიკა შედეგების გარეშე არ ჩაივლის».

ლიპავსკი ამბობს რომ, პრაღა შეეცდება, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე დააყენოს.

შეგახსენებთ, ჩეხეთი შეუერთდა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეებისთვის სამგზავრო და სამუშაო ვიზებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ