ჩეხეთის პრემიერმინისტრ პეტრ ფიალას ინფორმაციით ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავლენ. აღნიშნული ვიზიტი უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერას ემსახურება.
«დღეს ჩვენ პოლონეთის პრემიერმინისტრტ მატეუშ მორავეცკისთან, ვიცე-პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან და სლოვენიის პრემიერმინისტრ იანეზ იანშასთან ერთად ჩავდივართ კიევში, რათა შევხვდეთ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ შმიგალს», — წერს ფიალა ფეისბუქზე.
Loading…