ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ფილტვების 70% დაინფიცირებულია

0
641

გავრცელდა ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის ფილტვების 70 პროცენტის დაინფიცირების შესახებ. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამომცემლობა “კომსომოლსკაია პრავდა” საუბრობს.

გამოცემის წყაროს თანახმად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ფილტვების უმეტესობა დაინფიცირებულია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაავადება მძიმეა.

კადიროვი კოროვირუსით დაავადდა დაახლოებით ორი – სამი კვირის წინ, როდესაც მან საავადმყოფოში მოინახულა რესპუბლიკის, ურუს – მარტანის რაიონის გამგებელი, ვალიდ აბდუშჰიდოვი.

ჩეჩნეთის ლიდერის  კორონავირუსით შესაძლო ინფიცირება გახდა ცნობილი 21 მაისს. დასდასტურდა, რომ ის მოსკოვში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ჩეჩნეთში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ ლიდერი ჯანმრთელია.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ