ლგბტ აქტივისტების ოფისის წინ ოფისის თანამშრომლებს თავს დაესხნენ. მომხდარის შესახებ დაზარალებულები განცხადებას აკეთებენ. «ჩემს მეგობარს ყელში წაუჭირა, რომელსაც ეტყობა ფიზიკური დაზიანება, ასევე, ჩემს მეგობარს გაარტყა, რომელსაც ეტყობა ფიზიკური დაზიანება, მეც მომაყენა ფიზიკური დაზიანება. ტანისამოსი შემოგვახია. აქ იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სასწრაფო. მე ველოდები, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და მიიყვანენ ბოლომდე,» — განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.