განცხადებებისოცქსელი

«ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, არამეგობრებო, ტროლებო და პირადო მტრებო! მოგმართავთ თხოვნით»-დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა «ძალა ერთობაშიას» ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

«ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო, არამეგობრებო, ტროლებო და პირადო მტრებო!
მოგმართავთ თხოვნით, გადადოთ თქვენი პირადი განწყობები, სამსახურეობრივი დავალებები და ემოციები გვერდით.
ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით, ჩვენ ყველას გვიყვარს ჩვენი სამშობლო და ვიბრძვით მისი კეთილდღეობისთვის.
ამიტომ გთხოვთ, ამ ინფორმაციას რასაც ამ პოსტით მოგაწვდით, დაკვირვებით გაეცანით და გამოიყენეთ როგორც საქართველოს პატრიოტებმა. კომენტარებიც შესაბამისად დაწერეთ.
მიბმულ ფაილში თქვენ ხედავთ რუკას, რომელიც შეთანხმებულია ევრო კავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ამით სარგებლობს საოკუპაციო რეჟიმი და ჩვენი ხელისუფლება.
ამ რუკაზე ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა უხეშად დაარღვია(მერამდენედ) მის მიერვე დამტკიცებული და შეთანხმებული ხაზები.
აქ არანაირი კითხვა აღარ რჩება კონკრეტულ შემთხვევასთან. საქმე გვაქვს ჩვენი ტერიტორიების ახალ ოკუპაციასთან. იმ ტერიტორიების, რომლებიც ომის შედეგად არ დაგვიკარგავს. ეს არის ჩვენი მიწების ახალი ოკუპაცია!»

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან დააკნინონ ქართული ეკლესია»-დეკანოზი ჯაღმაიძე

roma sajaia

«აბა სიჩუმეს თუ მიეჩვევით…უზრდელობას აქაც ნუ შემოიტანთ»-დაპირისპირება ივანიშვილსა და ჟურნალისტებს შორის (ვიდეო)

შედის თუ არა სამხედრო ტექნიკა საქართველოდან რუსეთში?-იხილეთ განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი