არსებული ინფორმაციით მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მესამედ დაიბარეს, საქმე ეხება პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული მოზარდის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს:
«ჩემი წნეხის ქვეშ მოქცევას ცდილობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც სისულელე მათქმევინონ. იმიტომ რომ, არის ხოლმე, როცა დაკითხვაზე ვარ ერთ კითხვას მისვამენ 30-ჯერ. იმ მოდულში შესვლა ჩემთვის ნიშნავს მეხის დაცემას, იმიტომ რომ მე ვიცი იქ ვინ სხედან. იქ სხედან ჩემი შვილის მკვლელები»-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.