გენერალი გოგი თათუხაშვილი : ,,დღეს 25 თებერვალს ხუთი წელი გავიდა საქართველოს პროკურატურის მიერ შალვას გატაცებიდან … განცხადება, რომლითაც ხუთი წლის უკან შესაბამის ორგანოებს საჯაროდ მივმართე …’’
„მიმართვა რუსული კაპიტალით დანიშნულ პრეზიდენტს, მთავრობას, პროკურატურის თანამშრომლებს!
გუშინ,2014 წლის 24 თებერვალს, პროკურატურაში დაკითხვაზე, მოწმის სახით გამოიძახეს ჩემი შვილი, შალვა თათუხაშვილი. დაკითხვა მიმდინარეობდა ყველანაირი პროცედურული ნორმების დარღვევით. ჩემს მიერ გაგზავნილი ადვოკატი არ შეუშვეს.
თერთმეტი საათიანი დაკითხვის შემდეგ, ღამის 03:30 წთ-ზე, წამლებით გაჟღენთილი, გაბრუებული შალვა რამდენიმე წუთით გამოიყვანეს პროკურატურიდან, გაუშვეს თავიანთი ადვოკატები.შალვას ათქმევინეს იქ მყოფი გულშემატკივრებისათვის, რომ გაათავისუფლეს. რეალურად, იქვე ჩასვეს მანქანაში და სამი ჯიპით გაიტაცეს; ამჟამად გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი.
აწამებენ და წამლების ზემოქმედებით აწერინებენ სასურველ ჩვენებას.
მოვითხოვ, გახდეს ცნობილი მისი ადგილსამყოფელი, შეწყდეს წამება. ჩემი ადვოკატის თანდასწრებით გაუკეთდეს სისხლის ანალიზი და დადგინდეს, რისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ასევე ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა
ძირითადი თქვენი მამოძრავებელი არის რუსეთთან მოვალეობის მოხდა, რისთვისაც თქვენ მზად ხართ 2007 წლის კოდორის ოპერაციის ნებისმიერ მონაწილეს შეუთითხნოთ ბრალდებები.
რუსეთთან ხელშეკრულებაში თქვენ აიღეთ ვალდებულება, რომ ,,გააპრავოთ,, მათი ქმედება საქართველოში და გაამტყუნოთ ქართული მხარე. რაც თქვენ ნაწილობრივ უკვე გააკეთეთ. აღიარეთ, რომ რუსეთის ჯარს 2008 წელს არ ჩაუდენია სამხედრო დანაშაული საქართველოში და დამნაშავეებს ეძებთ ქართველ მებრძოლთა შორის.
მეორე პუნქტი თქვენი ხელშეკრულებისა 2007 წლის სექტემბრის ოპერაციის მონაწილეების დასჯაა. სადაც ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა და შვიდი ტყვედ წამოიყვანეს. იმ ოპერაციის სამი მონაწილე დაპატიმრებული გყავთ 2013-დან, ექვსმა გაასწრო საქართველოდან, დანარჩენებს ,,ამუშავებთ,,. . .
ჩემი შვილის გატაცებით კი, საქართველოს გასაბჭოების დღე აღნიშნეთ?
2013 წლის ბოლოს, რადგანაც ჩემი პრინციპებით არც ,,წითლების,, გუნდში ვითვლებოდი და არც ,,ცისფრების,,, დავტოვე საქართველო, რათა არ ,,გეპოვათ,, ჩემს სახლში, დავუშვათ, წყალქვეშა ნავი, ან შვილებით არ გაგეგრძელებინათ მანიპულირება. ეტყობა, მაინც ვერ ავირიდე…
ყველამ ვიცოდით, რომ პუტინი საქართველოს გუბერნიად დაბრუნების შემდეგ, უკრაინას მიუბრუნდებოდა. რასაც უბრალო უკრაინელები დაუპირისპირდნენ. საქართველოშიც მალე მოვა დრო, როდესაც ქართველობა, წინა მთავრობების შეცდომების გათვალისწინებით, შეუდგება დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის შენებას, რაშიც ყველანაირად შევეცდები მივიღო აქტიური მონაწილეობა.
თუ ისევ რუსეთს უნდა დავჩოქებოდით, რა საჭირო იყო ამხელა ტრაგედიები და მსხვერპლი?
თქვენ კი შეეცადეთ, ხალხს ძალიან არ შეაზიზღოთ თავი, რომ არ გეწიოთ ჩეუშესკუსა და იანუკოვიჩის ბედი. ქართველი ხალხი უკვე სასათბურე პირობებში აღარ დატოვებს მოღალატე ხელისუფალთ“.
General GogiTatukhashvili: ,, Five years have passed since the Georgian Prosecutor’s Office kidnapped Shalva … Statement by which I applied in public to the relevant authorities five years ago…
GogiTatukhashvili: «I appeal to the president of Georgia appointed by the Russian capital, the Government, the employees of the Prosecutor’s Office!
Yesterday, 2014, on February 24th, my son ShalvaTatukhashvili was summoned to the prosecutor’s office for questioning. The interrogation was conducted in violation of all procedural norms. The attorney sent by me was not allowed to attend the questioning.
After 11 hours of interrogation, at 3:30 pm night, they let Shalva to go from the prosecutor’s office for a few minutes and released their lawyers. Shalva’s relatives and friends were released and told he was already free from the questioning. In fact, they put him in the car and kidnapped by three jeeps. His real location is unknown now. They torture Shalva and under drugs make him write the desired testimony.
I demand to become known of his location, stop torture ! In the presence of my lawyer, take him a blood analysis and determine what medication is affected.’’
Your main driving force is with Russia, for which you are ready to report lies and false facts about any participants of the 2007 Kodori operation. In the agreement with Russia you have taken the obligation to «squander their action in Georgia and defame the Georgian side.
Which you had already done partly. Recognize that the Russian Army did not commit military crimes in Georgia in 2008 and the criminals are looking among Georgian warriors.
The second paragraph of your agreement is to punish the participants of the September 2007 operation: where two Russian colonels were killed and taken seven prisoners. Three of the participants of the operation have been detained since 2013, six have run away from Georgia and on others you still “work”. . . . Did you mention the day of sowing of Georgia with the kidnapping of my son? At the end of 2013, because I never had been a member of «red» team or «blue», I left Georgia, so as not to «find “the underwater boat in my home or not to manipulate with my children. Unfortunately, It seems that I could not get rid of….
We all knew that Putin would return to Ukraine after turning Georgia into Subordinated provincial element. This is what the Ukrainians opposed strictly. In Georgia it soon will come time when the Georgians, taking into account the mistakes of the previous governments, will start building an independent state, in which I will try to take active participation by all my resource. . If we were to bend in front of Russia, what was the necessity for such great tragedies and sacrifice? You have to try not to be hated from people; do not have the fate of Cheesescu and Yanukovich. Georgian people will no longer leave the traitor Government in the greenhouse conditions. »
https://www.facebook.com/gogi.tatukhashvili/posts/458517754276498?hc_location=ufi
https://www.facebook.com/gogi.tatukhashvili/posts/1908802875914638
http://blog.mediamall.ge/index.php?newsid=92477
http://georgianpress.ge/com/news/view/64?lang=1