«მიუნხენის კონფერენციაზე, ევროპაში საქართველოს მთავარი მოკავშირის – პოლონეთის ახალმა საგარეო მინისტრმა, ჩემი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა. იგივე გააკეთა მის საჯარო გამოსვლაში უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრი კულებამ.
ამის გარდა, ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის. დიდი მადლობა ყველას, ისევე როგორც მადლიერი ვარ სოფო ჯაფარიძისა და სხვა ორგანიზატორების აქტიურობის ხელმოწერების შეგროვების საქმეში და მადლობელი ვარ თითოეული ქართველის, ვინც ხელს აწერს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნას»
ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სოციალურ გვერდზე ვრცელდება