საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა მომღერალმა, მარიამ ელიეშვილმა გულშემატკივრებს თბილი ამბავი გაუზიარა: მისი შვილი, პატარა საბა, ერთი თვის გახდა.
მარიამმა ბავშვის ფოტო თავდაპირველად Instagram Story-ში ატვირთა, რამაც იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომ გადაწყვიტა, ემოცია უკვე პოსტადაც გაეზიარებინა:
„♥️ ‘Story’-ზე ატვირთულმა ამ ფოტომ იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომ აქაც გიზიარებთ ♥️
ჩემი საბა 1 თვის გახდა,“ – წერს მარიამი.
ფოტოზე დედაშვილობისა და სითბოს სურათი იშლება – პატარა საბა მშვიდად წევს, მარიამი კი სიფაქიზით უყურებს. იმ სულისშემძვრელ კადრს ასხივებს სიახლე, სისუფთავე და ის განსაკუთრებული კავშირი, რაც მხოლოდ ახალდაბადებულთან და მის დედასთან არსებობს.
მარიამ ელიაშვილი აქტიურად უზიარებს საზოგადოებას დედობის გამოცდილებას, მის სირთულეებს, სიხარულსა და იმ დაუვიწყარ ემოციებს, რასაც პირველივე დღეები ატარებს. ის გულწრფელად წერს იმ განცდებზე, რომლებიც ყველა ახალბედა დედისთვისაა ნაცნობი — დაუძინებელი ღამეები, პირველი ღიმილი, ჩახუტება და უსაზღვრო სიყვარული.
პოსტის ქვეშ ასობით გულშემატკივარი ულოცავს მას და პატარას ჯანმრთელობას, ბედნიერ ბავშვობასა და დიდ სიყვარულს უსურვებს.