სოცქსელი

“ჩემი ნიკუშა აღარ მყავს!ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე”

თბილისში ავარიისას გარდაცვლილის 16 წლის ბიჭის მამა, მევლუდ მელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია 😔 უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია 😔 😔😔 დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე 😔😔😔 მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას 😔😔😔”-წერს მევლუდ მელაძე.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ისევ სჯობს შეეგუონ ბედს, ჩაეხსნან ზურაბიშვილს, ნორმალურად ჩაატარონ არჩევნები და ბარგის ჩალაგებაზე იფიქრონ”

Joni Kvaracxelia

“არჩევნები გაყალბდება და ივანიშვილი მიიღებს რევოლუციას ! მსოფლიო მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს !”

“დიდი ბოდიში პატრიარქთან, მაგრამ ეკლესია ყოველთვის პოლიტიკურად ნეიტრალური რანაირად იყო?”-ნიკა გვარამია

დატოვე კომენტარი