სხვადასხვა

«ჩემი გამოსასყიდის გადახდა არავინ გაბედოს!»-ნიკა მელია

«გულდაწყვეტილი, გაწბილებული და მოტყუებული ვარ — ჩემი გამოსასყიდის გადახდა არავინ გაბედოს!» — ნიკა მელია

«ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე, ნიკა მელია , რუსთავის ციხიდან «მთავარ არხზე» მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარს აკეთებს:

“პირველ რიგში, რომელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რა გადაწყვეტილება მიიღო ამის განხილვაში არ შევალ. ეს არის მათი სუვერენული უფლება და არ განვსჯი არავის, მითუმეტეს აქედან, მაგრამ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და სიმართლე გითხრათ გაწბილებული და მოტყუებულიც. აღმოჩნდა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას და ამ შეტანხმების მიღმა, ზეპირსიტყვიერად, ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა. რომ თურმა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. ეს არის წინაპირობა და მთელი 2 თვის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ახირება კი არ იყო. იდეაა ჩემი, რომ უსამართლობას თავი არ დავუხარო. დამოკლეს მახვილივით, რომ ეკიდებოდა პოლიტიკოსების საქმეები, ფარგლებს რომ უსაზღვრავდნენ სამოქმედოს, ეგ გავარღვიე და გამოვიდა ახლა, რომ თითქოს ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ჩემი თანხმობით, რაზეც მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა იყოს. არავინ არ გაბედოს გამოსასყიდის გადახდა»- განაცხად ნიკა მელიამ.

Loading…

 

მსგავსი პოსტები

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ სალხინოში

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს განაჩენი გამოუტანეს

Joni Kvaracxelia

LIVE: ხანძარი დიღომში, საწყობი იწვის (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი