განცხადება/მიმართვა

“ჩემი აზრით, რასაც ქვემოთ დავწერ, კატასტროფაა !”-ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:

“ჩემი აზრით, რასაც ქვემოთ დავწერ, კატასტროფაა !
სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან. აღმოჩნდა, რომ თურმე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ოთხი საქმის გამოძიება მიდის, ერთ-ერთი გაუპატიურების მუხლით.
2016-2021 წლების პერიოდზეა ლაპარაკი. 5 წელია, ამაზე იცის, უფრო მეტიც იძიებს კიდეც თურმე სახელმწიფომ.
ახლა განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს ამბავი. სახალხო დამცველს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი არ უშვებს პანსიონში. დაწესებულება დახურულ სივრცედ აქცია. ომბუდსმენის აპარატი საკონსტიტუციო გარანტიებითაა აღჭურვილი. ეს სპირიდონი ფეხებზე იკიდებს კონსტიტუციას და არღვევს კანონს.
საპატრიარქო დუმს ან მხარს უჭერს სპირიდონს.
სახელმწიფო დუმს, რადგან წინ არჩევნებია და არ სურს სასულიერო პირების განაწყენება.
ლაპარაკია ბავშვებზე. ხელისუფლება დუმს ან ელოლიავება მთავარეპისკოპოსს. ფეხებზე იკიდებს ბავშვებს, რადგან წინ არჩევნებია და არ სურს ეკლესიასთან დაძაბულობა.
ლაპარაკია ბავშვებზე – წინ არჩევნებია.
ბავშვებზე !
რა სპირიდონი, ხალხო. ვინაა სპირიდონი – წარმოდგენა არა გვაქვს, ბავშვები რა მდგომარეობაში არიან !
კიდევ უფრო საოცრება – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ნინოწმინდის პანსიონში სპირიდონმა შეუშვა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა)
მიტროპოლიტი სერაფიმე 2017 წელს ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან წასვლა მოიწია.”-აღნიშნა ვახო სანაიამ

Loading…

მსგავსი პოსტები

“ოცნებას” 60 კი არა, 25% თუ აქვს არ ვიცი-ზურაბიშვილის “ქართული ოცნების” რეიტინგის არ სჯერა

roma sajaia

რატომ არ მიუშვეს „რიონის ხეობის მცველებმა” მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე?

roma sajaia

“უპატრონო ტაძარს მართლა ეშმაკები დაეპატრონენ და საქართველოს ავანტიურისტები და აფერისტები ძარცვავენ “

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი