«ჩემით ივაჭრეს, ჯოხივით გადამტეხეს, ვითომ არც ვარსებობდე…»-ნიკა მელიას გზავნილი ციხიდან

0
564

ნიკა მელიამ ადოკატის მეშვეობით ოპოზიციას საერთო ჩატში გზავნილი გაუგზავნა.

«მოგესალმებით, ვიყავი ნიკა მელიასთან და ახლა დავბრუნდი რუსთავის ციხიდან. მითხრა, რომ ასე დამცირებულად რაც ციხეშია არასოდეს უგრძვნია თავი. უკიდურესად შეურაცხყოფილად, დაღალატებულად, მოტყუებულად, გადაგდებულად გრძნობს თავს, გაყიდულად გრძნობს თავს, რადგან ხელი ისე მოეწერა, რომ არავინ გააგებინა მას.

მიიჩნევს, რომ ხელმომწერების მხრიდან პრინციპული პოზიციის დაკავების შემთხვევაში გირაოს გარეშე მისი გამოსვლა შესაძლებელი იქნებოდა. ამბობს გამოსვლა, რომ სდომებოდა შეთანხმების გარეშეც გამოვიდოდა ამ პირობებით.

თვლის, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დამამცირებელია მისთვის გირაოს გადახდა, ვინც არ უნდა იყოს გადამხდელი, ევროკავშირმა კი არა ჯო ბაიდენმა, რომ გადაიხადოს მისთვის გადახდის ფაქტია მიუღებელი. ამბობს, რომ არავინ გაითვალისწინა სასამართლო სხდომაზე, მისი მოწოდება, რომ მისი თავისუფლებით არავის ევაჭრა. მიიჩნევს, რომ ხელმომწერებმა თავისი „გაინაღდეს“ და ახლა უნდათ, რომ მისი რეპუტაციაც დააზიანონ.

მითხრა, რომ გამხმარი ჯოხივით გადატეხეს, ვითომ არც ვარსებობდე და ჩემთან შეთანხმების გარეშე ჩემით ივაჭრეს. მითხრა, რომ დღევანდელი და გუშინდელი დღე ყველაზე მძიმეა რაც კი ციხეშია»- წერია შეტყობინებაში.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ