«მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ, ყველანი, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან გვარამიასთან ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა. თუმცა, ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება, იმიტომ, რომ მარტის პირველი დღეებიდან კამპანია, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის გათავისუფლებას, გადაჭარბების გარეშე, იმ მოძალადეებისგან, კორუმპირებულებისგან, არის დასაწყები და გამარჯვება არის მოსაპოვებელი…
ამ ეტაპისთვის დროასთან საუბარი არ მქონია, ზურასთან მქონდა, მაქვს. თუმცა, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ზურასთან დაკავშირებითაც — ჩვენ ბევრ საკითხზე ვსაუბრობთ. თუმცა, ერთია საუბარი და დიდ წილ საკითხებზე ჩვენ ერთმანეთს ვეთანხმებით, თუმცა, მეორე საკითხია მოლაპარაკებები… ზურასთანაც უკვე დიდწილად ბევრი რამ განხილული მაქვს, მაგრამ მაინც არის ეს მომდევნო დღეები საჭირო…
ჩემთვის წყალგამყოფი არის ბიძინა ივანიშვილი და დათო კეზერაშვილი, ჩემი აზრით, ორი პოლიტიკური კორუფციული სისტემის შემოქმედი. მე არ მინდა, რომ ოდნავ მაინც, ხამუში ჰქონდესვინმეს ჩემთან თანამებრძოლობის პროცესში ამ ადამიანებთან დაკავშირებით. არ შეიძლება მე თავისუფლება დავკარგო, რისიც მჯერა, იმაზე ვერ ვისაუბრო ან არ ვისაუბრო.»
ამის შესახებ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ » მთავარი არხის» ეთერში ისაუბრა.