განცხადებები

«ჩაუდეს ბესელია…რობაქიძე არის კაცი, რომელმაც ჩამოაგდო პირველი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი»

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა «კვირის აქცენტებში» ფარული ვიდეოების გავრცელებაზე ისაუბრა.

„რობაქიძე თავშესაფარში ათენებს ღამეებს გერმანიაში. რატომ? ჩაუდეს ბესელია… რობაქიძე არის კაცი, რომელმაც ჩამოაგდო პირველი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი. მსოფლიოში, ავღანეთის ომის შემდეგ არავის არ ჩამოუგდია იმდენი საფრენი აპარატი რუსეთის, როგორც ჩვენ ჩამოვაგდეთ 2008 წელს…

გაუგზავნეს Facebook-ზე და კიდევ სამ მონაწილეს, რუსეთის სიაში მყოფს, რუსეთს ხომ სია აქვს, 2008 წლის ომის დროს ვინ აუშალა ყველაზე მეტად ნერვები, კიდევ 4 დაუმატეს ამ სიას… ბათუმში სპეცრაზმი გაანადგურეს, შალვა თათუხაშვილი მოკლეს, სხვა სპეცრაზმელები კოდორის ოპერაციის, მამჩუნი მოკლეს უკრაინაში და ესენი გადარჩნენ, არ გაანადგურეს, ჩაუდეს ბესელია, ბესელიას კადრები. აქ არის საუბარი იმაში, რომ სისტემაში, სადაც ბესელიამაც დიდი როლი ითამაშა, რომ შეექმნა, ყველა დანარჩენმა რომ შექმნეს ეს სისტემა, ეს სისტემა თავის ხალხს თავს უჭამს,“ — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

არჩილ თალაკვაძემ აღიარა, რომ იტალიაში მართლაც იმყოფებოდა

«ძალიან დატვირთული წელი გელით წინ, მუშაობთ რა აუცილებელი ნაბიჯების შესრულებაზე…»-რობინ დანიგანი

roma sajaia

საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით  მიღებულ პრევენციულ ღონისძიებებზე განცხადებას ავრცელებს

დატოვე კომენტარი