განცხადებები

ჩართული ვართ და გვაქვს კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყონებლივ დაუბრუნონ ცხედარი ოჯახს – იან კელი

საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებით აშშ-ს კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დაუყოვნებლივ დაუბრუნონ.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ახალ საზღვრებს და არ ვაღიარებთ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობას. რუსეთს ვუწოდეთ ოკუპანტი და შესაბამისად, როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ თავიანთ მშობლებს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას ყველა ძალისხმევაში, გადაჭრას ეს საკითხი.
უკვე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას.
ასევე ჩართული ვართ და გვაქვს კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა დაუყონებლივ დაუბრუნონ ცხედარი ოჯახს“, – განაცხადა იან კელიმ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

იაპონისს ახალი ელჩის მისასალმებელი სიტყვა

«გაციმბირების ნაცვლად, ის ადამიანებს რეპრესიების სახით ჰპირდება გამოსკოვებას და მოსკოვში გადასახლებას»-მდინარაძე ხაზარაძეზე

roma sajaia

«მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას…»-სალომე სამადაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი