«ლეიბორისტული პარტიის» ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.
«პირდაპირ მოსკოვი ადგენს სიებს იმ პოლიტიკური ლიდერებისა, ვინც უნდა დაექვემდებაროს დევნას. ციხეები გადავსებულია პოლიტიკური პატიმრებით. ამასობაში, ჩამოიშალა ეროვნული ვალუტა, საფინანსო სისტემა, ეკონომიკა, გრძელდება საზოგადოების დაპირისპირება და ქართული ტერიტორიების ყველა მხრივ დაუსჯელად გაცემა. გადამწვეტია, რომ ოპოზიციური სპექტრი იყოს ერთსულოვანი იმ მიზნის შესრულებაში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული დეოლიგარქიზაცია, დეპუტინიზაცია და დეოკუპაცია,»- განაცხადა ნათელაშვილმა.
Loading…