ჩაგაბარებინებთ» პატაკს»- ვის მიმართავს თაკო ჩარკვიანი?

0
1285

პარტია «კანონი და სამართლის» ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს:

«სააკაშვილზე, როგორც რიგითზე ისე ვისაუბროთო,»იმ დღეს «გამოაცხადეს შპს » ქართული ოცნების» პარლამენტარებმა😂 ესე იგი 3 ოქტომბრიდან ფეხზეა მთელი საქართველო,ცხოვრების რიტმი შეცვალა კაცმა და » ესენი» ამბობენ , როგორც რიგითზე ისე ვისაუბროთო😂ისაუბრეთ და იყავით, თავს თუ იტყუებთ, თქვენი ნებაა. ჰოდა აი «რიგითი» როა (ბატონო შპს » ოცნების» წარმომადგენლებო) იმიტომ დაგაყენათ «სმირნაზე» ნიკოფსიიდან დარუბანდამდე , ახლა გნებავთ «რიგითი» დაარქვით, გნებავთ არა , ჩამწკრივებულები კი ხართ და ყოველ დღე პატაკს აბარებთ ხალხს, დიახ ხალხი ჩაგაბარებინებთ» პატაკს» მისი მდგომარეობის ჯანმრთელობის შესახებ ასე იქნება, რადგან ზუსტად იციან , რომ ის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ლომის წვლილი აქვს თანამედროვე სახელმწიფოს აშენებაში, ხალხის მეხსიერების ბარათი შეცდომებსაც ინახავს კი ბატონო , მაგრამ სახელმწიფო შენებას , ინსტიტუციების შენებას , სახელმწიფოებრივ წინსვლას კიდევ უფრო მეტად და არ ივიწყებს!!!
ისტორიას სააკაშვილის სახელი შემორჩება , როგორც მაშტაბური რეფორმატორისა და პუტინის პირადი პატიმრისა, რომელსაც ხალხმა პატივი სცა და საკადრო შეცდომები და აქედან გამომდინარე ყველა შეცდომა აპატია (და ამით დაუბრუნა პატივისცემა იმ დიდი შრომის საფასურად , რაც სააკაშვილმა გასწია ამ ქვეყნის განვითარებისთვის , ) როგორც რუსეთთან მებრძოლ დიდ რეფორმატორს და სახელმწიფოს აღმშენებელს, რადგან ხალხმა იცის, რაოდენ რთულია რუსეთთან ბრძოლის დროს უშეცდომოდ გაიარო , სახელმწიფო რეფორმების და თანამედროვე სახელმწიფოს შენების გზაზე !
ეს ჩემი აზრია ბატონო, მართლა «რიგითო «პარლამენტარებო , ( ყველას არ ეხება საბედნიეროდ) ეს ჩემი აზრია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე!😘✌️!✌️
დაბადების დღეს გილოცავთ პრეზიდენტო!
დაბადების დღეს გილოცავ მიშა!»

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ