TV,,მთავარი არხი’’, გადაცემა ,,POST FACTUM’’ 21.06.20
გადაცემის წამყვანი: გიორგი გაბუნია
სიუჟეტის ავტორი: თენგო გოგოტიშვილი
შურისძიება ქართველ სამხედროებზე, ,,კოდორი 2007 ის მონაწილეებზე, საეჭვო ვითარებაში დაღუპული შვიდი სამხედრო მოსამსახურე
გიორგი გაბუნია: ყველაზე მძიმე და საგანგაშო ასეთ ვითარებაში ის არის, რომ საქართველოში რუსეთს, ზოგადად დიდი მოკავშირეები ჰყავს.
თანაც არა რიგით ეშელონებში, არამედ პირდაპირ ხელისუფლებაში. ეს მოკავშირეობა, სამწუხაროდ, მხოლოდ დუმილში არ გამოიხატება, ძალიან მტკივნეულია იმ ამბის გააზრება, რომელსაც ეხლა თქვენ ნახავთ. როგორ იძია რუსეთმა შური ქართველ სამხედროებზე იმისთვის, რომ მათ საქართველოს ტერიტორიაზე მოთარეშე ორი რუსი ოკუპანტი მოკლეს. წლების განმავლობაში გაგრძელდა და დიდი ალბათობით ჯერაც არ დასრულებულა. საეჭვო ვითარებაში უკვე დაღუპულია მინიმუმ შვიდი ქართველი ოფიცერი. თანაც მათგან ვიღაც სუნთქვის უკმარისობით იგუდება მოულოდნელად, ვიღაც ავტოავარიაში ასრულებს სიცოცხლეს, ვიღაც ციხეში კვდება, ვიღაცას ტყვია იმსხვერპლებს, ოღონდაც ოფიციალური ვერსიით ის თითქოს თავს იკლავს. ვიღაც წყლის გამაცხელებლის აფეთქებას ეწირება და ა.შ. ყველა ეს საეჭვო სიკვდილი საქართველოს ტერიტორიაზე ხდება და ძნელად დასაჯერებელია, რომ ამაში ქართული მხრიდან არც ერთხელ არავინ იყო გარეული. დაღუპულთაგან ერთ ერთი გენერალ გოგი თათუხაშვილის შვილია. ახლა გენერალი ოჯახთან ერთად საფრანგეთშია გახიზნული და ის ასეთ რამეს ამბობს,. რომ რუსეთს აღარ სჭირდება საქართველოში თავისი სურვილების შემსრულებლების გამოგზავნა, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი ჰყავს თვითონ ქართველებს შორის. ნახეთ როგორ გამოიყურება რუსული შურისძიება ქართველებზე. სამწუხაროდ, თვითონ ქართველების დახმარებით.
თენგო გოგოტიშვილი: 2007 წლის სექტემბერში ტყვარჩელის საწვრთნელი ბანაკიდან სადაზვერვო დივერსიული რაზმი ბილიკებით კოდორის ხეობის ზემო ნაწილისკენ იძვრება. მას ,,გრუ’- ს ორი ოფიცერი ხელმძღვანელობს იგორ მუზავატკინი და არტურ დვორკინი. ამოცანა კოდორის ხეობის სოფლებისკენ მიმავალი გზების აფეთქებაა, რომ იქაური მცხოვრებლები საქართველოს მოწყდნნენ. ოღონდ გზა იოლად სავალი არ აღმოჩნდა. რუსების სამხედრო დაზვერვის რაზმს საცეცხლე გზა გადაუჭრეს. მარშრუტზე, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი ; ოთხი დღის განმავლობაში ქართული რაზმი ჩასაფრებაში ელოდა :
რუსული მედია (TV რუსული პირველი არხი): 20 სექტემბერს ვიცე პოლკოვნიკ მუზავატკინს ყელი გამოჭრეს აი აქ, აფხაზი მეომრების , ტყვარჩელის საწვრთნელ ბაზაში. ორმა ინსტრუქტორმა და ორმა ოფიცერმა ახალწვეულები სამთო მომზადების კურსის ჩასატარებლად მოიყვანა. მეორე ოფიცერს, არტურ დვორკინს ტყვია სახეში დაახალეს.
თენგო გოგოტიშვილი: ორი რუსი ოფიცრის დაღუპვა ქართულ აფხაზურ ზონაში ჩვეულებრივი ამბავი არ იყო, დაღუპულები სამშობლოში მხედრული პატივით დაკრძალეს, მაგრამ ქართველებთან დამარცხება არასოდეს დავიწყებიათ.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჟირინოვსკი: ნახეთ რას აკეთებენ, ერთი წლის წინ გაიტაცეს აფხაზი სპეცრაზმელები და რუსი ინსტრუქტორები და ნახეთ რა უქნეს. თუნდაც ამისთვის არ უნდა არსებობდეს საქართველო. პირდაპირ პოსტებზე ჩეხავდნენ რუს მშვიდობისმყოფელებს. რა ნახირია რუსები ? თავებს აჭრიან, თვალებს თხიან, ეს 2007 წლის აგვისტოში მოხდა, ეხლა კი 2008 წლის აგვისტოა. მე ვიყავი მაშინ სოხუმში.
თენგო გოგოტიშვილი: 2008 წლის ომის ერთ ერთ გამართლებად 2007 წლის სამხედრო მარცხი გამოდგა. იმუშავა ლეგენდებმა რუსი ოფიცრების მოჭრილი თავების შესახებაც. შეურაცხყოფა იმდენად ღრმა აღმოჩნდა გაეროს ტრიბუნიდანაც კი რუსეთს არ შეუწყვეტია ქართველი ოფიცრების გადაცემის და დასჯის მოთხოვნა.
2010 წლის 6 მაისს პოლიციის და ასლან აბაშიძის გაქცევის დღეს ბათუმში საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი კორძაძე მანქანაში ააფეთქეს. გამოძიება სულ მალე მივიდა აფხაზეთში მოქმედი რუსული დაზვერვის კვალამდე. ცნობილი ქართველთმოძულე ვარლენ ბუთბა და თამაზ კვეკვესკირი გალის ცენტრში სამაგალითოდ დასაჯეს.
გალის შუაგულ ცენტრში, შუა ქუჩაში მოვახდინე მათი ლიკვიდაცია. მანქანა რომ მიდიოდა ისე და დავაგდე ქუჩაში.
— ეს იყო სამაგალითო დასჯა ამ ადამიანების ?
-დიახ, დიახ ეს იყო მოღალატეების სამაგალითო დასჯა.
აფხაზეთში გამოცდილ აგენტს 2012 წელს მოსულმა ხელისუფლებამ მადლობა პატიმრობით გადაუხადა, სხვებს კი, ძალოვანი უწყების ოფიცრებს ნაკლებად გაუმართლათ.
პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე : ნამდვილად იყვნენ ,,გრუ’’-ს თანამშრომლები ჩამოსულები ხელსაც დავადებ, სხვა დოკუმენტურ საბუთებსაც დავდებ ჯანყარაშვილმა, თამაზაშვილმა, ჯანელიძემ როგორ გადასცეს ინფორმაციები და როგორ მიიღეს ბრძანება ყველა ბიჭის ლიკვიდაციაზე. განსაკუთრებით ..,,კოდორი- 2007’’-ის მონაწილეებზე და იმ აქტიურ ოფიცრებზე, რომლებიც 2008 წელს მონაწილეობდნნენ ომში.
პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე ოპერაცია ,,კოდორი-2007’’- ის ერთ-ერთი დამგეგმავი იყო. თავის დროზე უკრაინაში გაასწრო, დააკავეს, საქართველოში დააბრუნეს, მაგრამ უკრაინის ეროვნული გმირი და ბატალიონ დონბასის შტაბის უფროსი რამდენიმე თვეში გაანთავისუფლეს. ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მამხილებელი მასალების გასაჯაროებას არჩევნების შემდეგ აპირებს, რათა დაამტკიცოს ვინ გაიმეტა მისი თანამებრძოლები სასიკვდილოდ.
პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე: 2014 წელს უკვე მასიურად დაიწყეს იგივე დანელიას, იგივე უბილავას, იგივე ლაგვილავას, შალვა თათუხაშვილის, ივანიძის მკვლელობა.
როგორც ამბობს ოთხი ტომი აქვს შეგროვილი სახმელეთო და შინაგანი ჯარების ყოფილ სარდალს გოგი თათუხაშვილს, რომელმაც წლებია პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო. 2014 წლის მარტში ვერც თავისი შვილის მაიორ შალვა თათუხაშვილის დაკრძალვას დაესწრო, რომელიც პროკურატურაში დაკითხვებისა და სამკვირიანი გაუჩნარების შემდეგ ძალიან უცნაურად გარდაიცვალა.
გენერალი გოგი თათუხაშვილი: ჩემს შვილს ვაფრთხილებდი, ბალტიისპირეთის ერთ ერთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გააფრთხილა შალვა, რომ შალვა შენ უნდა დატოვო საქართველო. მაგ ოპერაციის გამო შენ გემუქრებიან, უნდა დატოვო. ვიზაც გამოუგზავნა, ლიტვის საელჩოში შალვას ელოდებოდნენ, მაგრამ შალვა არ მივიდა.
დავით ივანიძე : ჩემი ძმა შალვა თათუხაშვილის მძღოლი იყო. ჯერ შალვა დაიბარეს თათუხაშვილი და მერე ჩემი ძმა. დაიღუპა შალვა და ერთი თვის თავზე ზუსტად ჩემი ძმაც დაიღუპა.
თენგო გოგოტიშვილი: დავით ივანიძეც ოჯახიანადაა გაქცეული საზღვარგარეთ. წასვლა უცებ გადაწყვიტა, როდესაც ,,კოდორი-2007’’-ის მონაწილე, მისი გამოცდილი მძღოლი ძმა ავტოკატასტროფაში უცებ გარდაიცვალა. დავითის შვილი სიკვდილს ძლივს გადაურჩა.
დავით ივანიძე: ჩემი შვილი იყო კომაში, შვილი იჯდა მანქანაში ჩემს ძმასთან ერთად. გამოცდილი მძღოლი იყო ჩემი ძმა და პლიუს ამასთანავე მანქანას აშკარად ეტყობოდა ნატყვიარი.
თენგო გოგოტიშვილი: ვანო ივანიძეს რამდენიმე ასეული მეტრი დააკლდა შეხვედრის ადგილამდე, სადაც ჟურნალისტისთვის მეხსიერების ბარათი უნდა გადაეცა. ძმამ და ახლობლებმა მხოლოდ ის იციან, რომ ბარათზე მისი ძმის დაკითხვის ფარული ჩანაწერი იყო.
გენერალი გოგი თათუხაშვილი: ორი რუსიც ესწრებოდა დაკითხვის დროს. მანქანა რომ ამოტრიალდა, მანქანასთან გაჩერდა მანქანა, ამოტრიალებულ მანქანასთან გადმოვიდა ორი ტიპი, ჩახედეს შიგნით მანქანაში, რაღაც ამოიღეს და წავიდნენ თბილისის მიმართულებით, თვითმხილველები გაქრნენ, გააქრეს საერთოდ.
თენგო გოგოტიშვილი: გენერალი თათუხაშვილი დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმის ყოფილი მეთაური მისი შვილი და ,,კოდორი-2007’’- ის სხვა მონაწილეებიც მედიკამენტოზურად მოწამლეს, რათა სასურველი ჩვენებები მიეღოთ.
,,კუდ’’- ის ოფიცრები ალექსანდრე დანელია და სერგო უბილავა 2013 წლის 13 ნოემბერს უგზოუკვლოდ გაქრნენ. მხოლოდ 22 დღის შემდეგ აღიარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ , რომ ისინი ტყვეობაში ჰყავდა . უბილავა ციხიდან 5 თვეში მკვდარი გამოვიდა. გამოძიების ვერსიით ეს ოფიცერი, სპორტსმენი ციროზით გარდაიცვალა. ცოცხალმა გამოაღწია დანელიამ, მაგრამ სულ მალე 2013 წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი ისევ მისმა გამომძიებელმა იპოვა. ექსპერტმა თვითმკვლელობა დაუდგინა, თუმცა მისი მეგობრები ამტკიცებენ, რომ ნასროლი ორი სხვადასხვა პისტოლეტიდან იყო.
ზვიად ლაგვილავას დედა, გულნაზი: ,, ვინ გაგიმეტა შვილო ასე, ვინ გამამწარა…
თენგო გოგოტიშვილი: ზვიად ლაგვილავა კოდორის სპეცოპერაციის შემდეგ აფხაზეთის ,,სუს’’-ის სპეცრაზმის უფროსი იყო. როდესაც მისი სამუშაო კაბინეტის აფეთქების კადრების გამოქვეყნდა, ოჯახმა შეამჩნია უცნობი კაცი, რომელიც ოთახში დადის და შემდეგ იქაურობა ტოვებს. ოფიციალური ვერსიით ლაგვილავას წყლის გამაცხელებელი აუფეთქდა.
ზვიად ლაგვილავას დედა, გულნაზი: ზვიადი მოკლულია დედა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჯერ ჩემი ზვიადი მოკლეს სხვაგან, ააფეთქეს და მერე შეიტანეს.
თენგო გოგოტიშვილი: ამბავი კიდევ უფრო საეჭვო გახდა, როდესაც შენობა ძირისძირობამდე დაშალეს ერთ ღამეში და ოჯახს არ მისცეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიყვანის საშუალება.
ზვიად ლაგვილავას და, ლენა: ჩემი ოჯახის ცოდვა არ შეგრჩებათ არც ერთს….
თენგო გოგოტიშვილი: 2016 წლის ივლისში შურისძიება გაგრძელდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მთელი მჭიდი დააცალეს ,,კოდორი-2007’’- ის კიდევ ერთ მონაწილეს არჩილ მამაგეიშვილს. კამერის ჩანაწერები ვერ გაქრა და მკვლელი ვერ დაიმალა, რადგან ის მამგეიშვილის მეგობარმა დაჭრა.
თამარ მამაგეიშვილი, არჩილ მამაგეიშვილის და: თვითონ მკვლელი ამბობს სასამართლოზე , რომ მეო რატომ უნდა მომეკლაო, ჩემთვის არაფერი დაუშავებია კარგის მეტიო. იქ სნაიპერი იჯდაო და სროლა რომ ატყდა უბრალოდ იარაღი ამოვიღე და ვისროდიო. მე დარწმუნებული ვარ, რომ აჩიკოს მკვლელობა შეკვეთილი იყო და რუსეთის შეკვეთილი იყო.
თენგო გოგოტიშვილი: არჩილ მამაგეიშვილმა იცოდა, რომ რუსეთის ძებნილთა სიაში იყო იმ ტერიტორიებზე, სადაც ფარულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.
რუსული მედია (TV რუსული პირველი არხი) ევგენი ლაპინი: ერთი შემიძლია პირდაპირ დავასახელო. საქართველოს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი არჩილ მამაგეიშვილი.
თენგო გოგოტიშვილი: სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე მამაგეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, დაკითხვებზეც ატარეს, თუმცა არც ოჯახში და არც მეგობრებისთვის არაფერი მოუყოლია.
თამარ მამაგეიშვილი, არჩილ მამაგეიშვილის და ერთი სპეცრაზმელი მოგვიყვა, სასაფლაოზე ვიყავით და ისიც შემთხვევით მაშინ ამოვიდა. მაშინ მომიყვა დაკავებული ვიყავიო და რომ გამომიშვეს აჩიკოს შევხვდი და ვუთხარიო, რომ ეს ყველაფერი ,,კოდორი-2007’’-ის და სხვა სპეცოპერაციების გამოა, რუსეთის პროექტი ვართ უკვე და ფრთხილად იყავით ყველა ბიჭებიო.
თენგო გოგოტიშვილი: 2007 წელს კოდორის ხეობაში აფხაზ დივერსანტებთან და მათ რუს ინსტრუქტორ მეთაურებთან ბრძოლაში მონაწილეთაგან სულ ცოტა შვიდი ქართველი ოფიცერი საეჭვოდ დაიღუპა. ვიღაცეებმა უცხოეთში თავის შეფარება მოასწრეს, გადარჩნენ ცოცხლები. საქართველოში კი ცოცხლები ისინი გადარჩნენ, ვინაც ქართული ოცნების ხელისუფლებასთან საერთო ენა უფრო გამოძებნა და საქმეში სასურველი ჩვენება მისცა. თავიანთ თანამებრძოლებზე, მეთაურებზე და იმ ბრძოლაზეც, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოს მთლიანობისთვის აგრძელებდნნენ. მათი და მათი ახალი მეთაურების დამსახურებით პასუხი არც მავთულხლართების გადმომწევს გაეცა, არც ასობით ადამიანის გამტაცებელს, არც ოთხოზორიას მკვლელს და აღარც ტატუნაშვილისას, სამაგიეროდ შეგიძლიათ გულისხეთქვით წარმოიდგინოთ რა ინფორმაცია და ვის სასარგებლოდ ჩაუვარდათ ხელთ ურთიერთობების დასათბობად თავგადადებულ ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელსაც ამერიკაში და ევროპაშიც ოფიციალურად პრორუსულს უწოდებენ.
TV “Main Channel”
,,POST FACTUM’’ 21.06.20
The leader of TV Program Giorgi Gabunia
Author of TV report: Tengo Gogotishvili
Revenge on Georgian Soldiers, 7 Participants of “Kodori 2007”, Killed in Suspicious Situation
Giorgi Gabunia : The most difficult and alarming situation is that in general Russia has great allies in Georgia.
Moreover, not in ordinary stuff, but directly in the government. This alliance, unfortunately, is not only expressed in silence, it is very painful to understand the story that you will now see. How Russia made revenge on the Georgian military for killing two Russian occupiers on Georgian territory. It lasted for years and most likely is not over yet. At least seven Georgian officers have already been killed in suspicious circumstances. In addition, someone suddenly suffers from respiratory failure, someone dies in a car accident, someone dies in prison, someone is killed by a bullet, but according to the official version, he seems to be killed by himself. Someone is sacrificing a water heater explosion, and so on. All these suspicious deaths are taking place on the territory of Georgia and it is hard to believe that no one from the Georgian side was involved in this. One of the dead is the son of General Gogi Tatukhashvili. Now the general is in France with his family, and he says something like that. That Russia no longer needs to send executors to Georgia because it already has a lot to do with Georgians. See what Russian revenge looks like on Georgians. Unfortunately, with the help of Georgians themselves.
Tengo Gogotishvili: In September 2007, the reconnaissance subversive detachment was moving from the Tkvarcheli training camp to the upper part of the Kodori Gorge. It was headed by two GRU officers, Igor Muzavatkin and Arthur Dvorkin. The task was to blow up the roads leading to the villages of the Kodori Gorge, so that the locals can stay apart of rest Georgia. But the road did not turn out to be so simple. The Russian military reconnaissance detachment was fired upon. On a route known in advance; Georgian detachment waited in ambush for four days.
Russian media (TV Russian First Channel): On September 20, Lt. Col. Muzavatkin was shot in the training base of Abkhaz warriors, Tkvarcheli. Two instructors and two officers brought the recruits to the mining training course. Another officer, Arthur Dvorkin, was shot in the face.
Tengo Gogotishvili: The death of two Russian officers was not a common story in the Georgian-Abkhazian zone. They were buried in Russia with great honor, but was never
forgotten their defeat with Georgians.
Zhirinovsky, a member of the Russian State Duma, said: «Look what they are doing. A year ago, Abkhaz special forces and Russian instructors were kidnapped and see what they did. Even for that, Georgia should not exist. Russian peacekeepers were directly targeted for their posts. What herd are Russians? They cut off their heads, close their eyes, it happened in August 2007, and now it is August 2008. I was in Sukhumi then.
Tengo Gogotishvili : One of the justifications for the 2008 war was the 2007 military defeat. Legends have also ssurfaced about the severed heads of Russian officers. The insult turned out to be so deep that even from the UN tribune, Russia did not stop demanding the extradition and punishment of Georgian officers.
On May 6, 2010, on the day of the escape of the police and Aslan Abashidze, the head of the Emergency Situations Department in Batumi, Kordzadze, was blown up in a car. The investigation soon followed in the footsteps of Russian intelligence operating in Abkhazia. Famous Georgian haters Varlen Butba and Tamaz Kvekveskiri were punished in the center of Gali.
I liquidated them in the middle of the street, in the middle of Gali. The car was going that way and I drove down the street.
— Was this an exemplary punishment for these people?
-Yes, yes it was an exemplary punishment for traitors.
Authorities in Abkhazia thanked the experienced agent in 2012 for their imprisonment, while others were less fortunate than law enforcement officers.
Colonel Vano Nadiradze: There were really GRU employees. I will hand over the arrivals as well. Especially .. to the participants of «Kodori-2007» and the active officers who took part in the war in 2008.
Colonel Vano Nadiradze was one of the planners of Operation Kodori-2007. In his time in Ukraine, he was arrested, returned to Georgia, but was released a few months later by the Ukrainian National Hero and the Chief of Staff of the Battalion Donbass. He intends to release the revealing materials of the current and former high-ranking officials of the government after the elections to prove who shot his comrades to death.
Colonel Vano Nadiradze: The murders of the same Danelia, the same Ubilava, the same Lagvilava, Shalva Tatukhashvili, Ivanidze started in 2014.
Gogi Tatukhashvili, a former commander of the Land and Internal Troops, who has been receiving political asylum in France for years, said he has collected four volumes. In March 2014, he could not attend the funeral of his son Major Shalva Tatukhashvili, who died very strangely after being questioned by the prosecutor’s office and missing for three weeks.
General Gogi Tatukhashvili: I was warning my son that the Minister of Defense of one of the Baltic states had warned Shalva that Shalva should leave Georgia. Such as “because of the operation you are threatened, you have to leave”. He also got a visa, waiting for Shalva at the Lithuanian embassy, but Shalva did not come.
Davit Ivanidze: My brother was the driver of Shalva Tatukhashvili. First Shalva was called and then my brother. Shalva died and exactly one month later my brother also died.
Tengo Gogotishvili: Davit Ivanidze has also fled abroad with his family. The decision to leave suddenly came when Kodori-2007 participant- his experienced driver brother died suddenly in a car accident. David’s son hardly escaped death.
Davit Ivanidze: My son was in a coma, the son was sitting in the car with my brother. My brother was an experienced driver, and at the same time, the car was clearly on fire.
Tengo Gogotishvili: Vano Ivanidze missed several hundred meters to the meeting place, where to the journalist had to be given a memory card(with important info). The brother and relatives only know that there was a secret record of his brother’s interrogation on the card.
General Gogi Tatukhashvili: Two Russians were also present during the interrogation. When the car overturned, the car stopped near the car, two guys got out of the overturned car, looked inside the car, took something out and went in the direction of Tbilisi, the eyewitnesses disappeared, they disappeared altogether.
Tengo Gogotishvili: General Tatukhashvili is convinced that his son, the former commander of the special forces and other participants of “ Kodori-2007” were also poisoned in order to get the desired testimony.
KUD officers Alexander Danelia and Sergo Ubilava disappeared on November 13, 2013. Only 22 days later, the Interior Ministry admitted that they had been taken prisoner. Ubilava was released from prison five months later. According to the investigation, the officer, the athlete died with cirrhosis diagnose. Danelia escaped alive, but was soon found dead again in November 2013 by his investigator. The expert found suicide, though his friends claim he was shot from two different pistols.
Zviad Lagvilava’s mother, Gulnaz: «Who shot my son like that, who made me so sad”…
Tengo Gogotishvili: After the special operation in Kodori Zviad Lagvilava was the head of the special unit of the Abkhazian «SUS». When the footage of the explosion of his office was published, the family noticed an unknown man walking into the room and then leaving. According to the official version, Lagvilava died after water heater exploded.
Zviad Lagvilava’s mother, Gulnaz: Zviad has been killed, there are no two opinions about that. First my Zviad was killed elsewhere, blown up and then brought in.
Tengo Gogotishvili: The story became even more dubious when the building was demolished overnight and the family was not allowed to bring an independent expert.
Zviad Lagvilava’s sister, Lena: Nobody will miss the great sin of my family ….
Tengo Gogotishvili: Revenge continued in July 2016. Archil Mamageishvili, another participant of «Kodori-2007» was evacuated from the parking lot of the National Bureau of Enforcement. The camera footage did not disappear and the killer could not hide because he was wounded by Mamgeishvili’s friend.
Tamar Mamageishvili, Archil Mamageishvili’s sister: The murderer himself says in court why I should have killed him, he has done me no more harm than good. There was a sniper sitting there, and when the shooting started, I just took out my gun and fired. I am convinced that Achiko’s murder was ordered by Russia.
Tengo Gogotishvili: Archil Mamageishvili knew that he was on Russia’s “wanted” list in the areas where he was conducting covert operations.
Russian Media (TV Russian First Channel) Eugene Lapin: One I can name directly. Archil Mamageishvili, a Georgian special military police officer.
Tengo Gogotishvili: Shortly before his death, Mamageishvili was fired from work and interrogated, but he did not say anything to his family or friends.
Tamar Mamageishvili, Archil Mamageishvili’s sister: One riot policeman came to us, we were in the cemetery and he also came out by accident. Then I was arrested and when I was released I met Achiko and told him that it was all because of Kodori-2007 and other special operations, we are already a Russian project and be careful with all the guys.
Tengo Gogotishvili: In 2007, at least seven Georgian officers were killed in a clash with Abkhaz saboteurs and their Russian commanders in the Kodori Gorge. Some people have taken refuge abroad and survived. In Georgia, the survivors survived, who found a common language with the “Georgian Dream government” and gave the desired testimony in the case. To their comrades, commanders, and to the struggle they have fought for Georgia’s integrity for years. Thanks to them and their new commanders, neither the wiretaps nor the kidnappers of hundreds of people, nor the murderers of Otkhozoria, nor Tatunashvili have been held accountable.
Instead, you can take a closer look at what information has been leaked and who has benefited from Ivanishvili’s government, which is officially called pro-Russian in the United States and Europe.