განცხადებები

შსს 17 მაისთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
«ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები.
პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.»-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ქუჩაში მარტო დარჩენილი «ნაციონალური მოძრაობა» დაღმასვლას ვერ გადაურჩება-ბერძენიშვილი

roma sajaia

მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო სკოლებში ინოვაციური სისტემების დანერგვას გეგმავს

«ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე…»-წულუკიანი სააკაშვილს

roma sajaia

დატოვე კომენტარი