განცხადება/მიმართვა

შსს-ს სანაპირო დაცვის და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა, ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.

სწავლებებში მონაწილეობდა: აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული 2 ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“, ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი – „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).

საზღვაო წვრთნები მოიცავდა ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებსა და აბორდაჟის პროცედურებს.

წვრთნების მიზანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

ერთობლივი სწავლებები ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.”-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ნოვრუზ ბაირამზე საქართველოში ჩამოსვლას 50 000 ირანელი აპირებს”-სააკაშვილი

“პარლამენტის 80%-ს ეზიზღება კობახიძე და ერთი, ბიძინა ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდებიან, რომ თავ-ყბა დაუნგრიონ”-ხუხაშვილი

Joni Kvaracxelia

რაზე დაწყდება გული თბილისის მერს, კახი კალაძეს?

დატოვე კომენტარი