განცხადებები

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 სექტემბერს დაგეგმილ ლატვია-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით საგანგებო  განცხადებას ავრცელებს:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა. ამასთან, სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყონ მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება»- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სალომე ზურაბიშვილი ვალების ჩამოწერაზე (ვიდეო)

«ქალს შვილი რომ მოუკლეს და მისი თვალი აჭამეს, ის არის სტუმარი?»-კახა გოგიძის ემოციური გამოსვლა(ვიდეო)

roma sajaia

«ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ! რაშიც ლომის წვლილი ჩვენ – სასულიერო პირებს მიგვიძღვის»-მარგვეთის ეპისკოპოსი

დატოვე კომენტარი