კრიმინალი

შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს

Joni Kvaracxelia

“ტვ მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

roma sajaia

მარნეულში ნასვამებმა მეხანძრე-მაშველებს შეურაცხყოფა მიაყენეს-დაკავებულია 1 პირი

დატოვე კომენტარი