კრიმინალი

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

«შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 35 აბი ნარკოტიკული საშუალება «სუბოქსინი» ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.»-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა

ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ერთი მოსწავლე დაიჭრა

გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

დატოვე კომენტარი