განცხადება/მიმართვა

შსს დმანისში არსებულ დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში განვითარებულ მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

«შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.»-აღნიშნულია განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ადამიანში ლოცვის შედეგად ფერისცვალება ხდება… მახსენდება ჩემი აფხაზეთში ყოფნის დრო პატრიარქობამდე»

«მივდივარ „რუსთავი 2“-ში , იქ სადაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბკვარწირა, იქ კამერაც კი შენს წინააღმდეგ არის»-შაქარიშვილი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრი პლაქვენილის ამოღებისკენ მოუწოდებს

დატოვე კომენტარი