განცხადება/მიმართვა

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

ქართული ოცნება 40 % საც ვერ აიღებს-ნიკა მელია

დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იწყებს

Joni Kvaracxelia

“ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი”-საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

დატოვე კომენტარი