თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას “თბილსერვისის“ თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. შმთხვევა მარშალ გელოვანის ქუჩაზე მოხდა. დასუფთავების სამსახურის ავტომობილს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. თვითმხილველთა ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს სამარშუტო ტაქსი უკნიდან იმ დროს შეეჯახა, როცა მანქანა ნაგვის ურნებთან უნდა გაჩერებულიყო. „თბილსერვისის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, გარდაცვლილია — ერთი. გამოძიოება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინაროებს.
მთავარი Uncategorized შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას თბილსერვისის თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა