ანალიტიკაპუბლიკაციები

«შრეკი» და საქართველოს რეალობა

ამ ბედობა დღეს დიდი სიამოვნებით ვუყურებ ყველასათვის საყვარელი მულტფილმის «შრეკის» ყველა სერიას და ვხორხოცობ, დიდ სიამოვნებას ვიღებ. ალბათ უამრავი სხვაც ასეთივე სიამოვნებით უყურებს. მაგრამ, ახლა მინდა გითხრათ იმ მთავარი ფუნქციის შესახებ რაც ამ ბრწყინვალე ნაწარმოებში ჩადეს მისმა გენიოსმა შემქმნელებმა. ამის ახსნას დავიწყებ მთავარი მომენტიდან რომელიც პირველივე სერიის დასასრული ჩადეს:
ყველას გახსოვთ ეს სცენა, როდესაც ყველა მაყურებელი პირველი სერიის ბოლოში, ეკლესიის სცენაში ელოდება, რომ ჯადო გაქარწყლდება და ფიონა გადაიქცევა ულამაზეს პრინცესად, დაიბრუნებს მის ბინებრივ სხეულს. ჰოლივუდში ხომ ყველა ლამაზი უნდა იყოს. ასე ფიქრობს და ამას მიაჩვიეს «ობივატელი». მაგრამ, ჰოი მართლაც რომ სასწაულო, ფიონას ნამდვილი სახე ყოფილა ის რაც არის. ამის შემდეგ და ყველა დანარჩენ სერიაში მაყურებელმა მიიღო მთავარი გმირები — შრეკი და ფიონა ისეთები როგორებიც არიან და შეიყვარა მათი ბუნების, სულიერი ღირსებები გამო.

ყოველივე ამით გენიოსმა შემქმნელებმა და ნამდვილმა პიროვნებებმა მთელს სამყაროს დაგანახათ და დაგაჯერათ, რომ სიკეთეს და სიყვარულს არ განარჩევენ არც გარეგნობის გამო, არც კანის ფერის გამო, რომელიც შავი და ყვითელი კი არა საერთოდ მწვანეა ამ ზღაპარში. შემქმნელებმა დაგანახეს ყველას, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სანამ ახლოს გაიცნობთ და მათ კაციჭამიებს ან მახინჯებს უწოდებთ შეიძლება იყვნენ სიცოცხლის მოყვარული, სიკეთით და სიყვარულით გადავსებულნი. ანუ, სიკეთე, სიყვარული, ვაჟკაცობა არ იცნობს განსხვავებულობას. შრეკი და ფიონა ხომ სინამდვილეში განსხვავებულობის სიმბოლოები არიან და გასწავლიან ამ განსხვავებულობის განქარწყლებას. ანუ, ანგრევენ იმ კედელს რომელსაც ბევრი თქვენგანი ზუსტად ამ განსხვავებულობის გამო უშენებენ ერთმანეთს აპრიორი.
ახლა კი გეტყვით მთავარს და მოკლედ: ეს ულამაზესი ზღაპარი არის ტოლერანტობის და ლიბერალიზმის ოდა და ჰიმნი და ზუსტად ეს უნდა დავინახოთ პირველრიგში და ასწავლოთ, დაანახოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს. ვისაც ეს არ ესმის და არ მიიღებს, არიან ამ ზღაპრის უარყოფითი პერსონაჟები.

ერთსაც დავამატებ:
თავისი ფუნქციით, ოღონდ განსხვავებული ფორმით ეს ლამაზი ზღაპარი დგას ვეფხის ტყაოსნის და ალუდა ქეთელაური გვერდით. შეეცადე გაიაზროთ ეს…

დავით ნებიერიძე, მოძრაობა ივერია

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსებს ქართული სტუმართმოყვარეობისთვის გადახდა უწევთ

ევროპა უკვე შლის ტრამპს საკუთარი თავდაცვის სურათიდან

Joni Kvaracxelia

გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე

დატოვე კომენტარი