შოკისმომგვრელი ისტორია სამეფო ოჯახიდან, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა, ის ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს.
ჟურნალისტებთან ამასთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონის ადვოკატმა ისაუბრა.
“საუბარია, როგორც ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ასევე ფიზიკური ძალადობის არაერთ ფაქტზე, შესაბამისად ანა აპირებს დეტალურად მისცეს ჩვენება მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე და დაასახელოს ყველა ის მოწმე და ყველა ის მტკიცებულება,რომელიც საქმეზე არსებობს.”
„ძალადობა რომელიც განხორციელდა 2014 წლის 9 მაისს და რომელზეც არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, მოხდა მისი არასრულწლოვანის გიორგის თვალწინ, რაც არის მძიმე დანაშაული და 6 წლის ხანდაზმულობის ვადა არსებობს. შესაბამისად ხანდაზმული ეს დანაშაული არ არის.
ანა აცხადებს,რომ ის ორი დღის მანძილზე ჩაკეტილი იყო და შესაბამისად ეს თავისუფლად ჯდება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში,“- განაცხადა ადვოკატმა ელისო რუხაძემ.