შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა. მათგან ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 59 მოქალაქე დაჯარიმდა, 24 მოქალაქე კი – საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო. ბოლო 24 საათში თვითიზოლაციის წესების დარღვევის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 30 პირი დააჯარიმეს.
Loading…
