მსოფლიოში

შიმშილის კრიზისი ემუქრება ჩადს, რადგან სასურსათო დახმარების დაფინანსება შეიძლება შეუწყდეს

მსოფლიო სასურსათო პროგრამა, რომელიც 1,4 მლნ ადამიანს ეხმარება საკვებით, აცხადებს, რომ შეწყვეტს დახმარებას, რადგან გლობალური მოთხოვნა დახმარებაზე იზრდება.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) აცხადებს, რომ ჩადში 1,4 მილიონი ადამიანის სასურსათო დახმარება უსახსრობის გამო „მოსალოდნელი შეჩერების“ წინაშე დგას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა განიცდის ლტოლვილთა შემოდინებას სუდანის, დარფურის რეგიონში ბრძოლების გამო.

დაფინანსების დეფიციტი და მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებები ნიშნავს იმას, რომ WFP-ს მოუწევს შეაჩეროს სურსათის მიწოდება მილიონობით დევნილთა და ლტოლვილთათვის ნიგერიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და კამერუნში, განაცხადეს სააგენტოში.

იანვრიდან შეჩერება ჩადშიც გავრცელდება. ეს არის «ხისტი» გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენს «სუდანიდან ახალ ჩამოსულებზე, რომლებიც არ მიიღებენ საკვებს საზღვრის გადმოკვეთისას», — ნათქვამია WFP-ის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

ლუკაშენკოს წასვლა დროის ამბავია-სვეტლანა ტიხანვსკაია

დაკავებულმა მალის პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა

საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში ცვლილებების ავტორობა ჯეიმს რიშს ეკუთვნის

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი