«ქართული ოცნების» მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვედრას მოსახლეობასთან ზუგდიდში ატარებდა, სადაც ზუგდიდში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ზვიად ლაგვილავას დედამ კითხვა დაუსვა:
„2014 წლიდან დავდივარ ყველგან. საქმე გამოძიებული არ არის. რამდენი ტომია დაწერილი, ზვიადი აფეთქდაო, ეს ტყუილია. შვილი მომიკლეს მაღალჩინოსნებმა. დავდივარ ყველგან და არსად არაა პასუხი. კაბინეტში ზიან და ჯიბეს ისქელებენ. გთხოვთ, როგორც დედას, როგორც ქალს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს — რატომ მომიკლეს შვილი? «, — მიმართა გულნაზ ლაგვილავამ სალომე ზურაბიშვილს.
სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის პასუხს ჯერ ვერ ეტყვის და პასუხის გაცემას დაპირდა.