სხვადასხვა

შვილები დამიბრუნონ თორემ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალმა, არკადი ძავაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ შვილებს არ დაუბრუნებენ, იძულებული გახდება, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართოს, ბენზინი გადაისხას და თავი დაიწვას. მისი თქმით, ორი მცირეწლოვანი შვილის, ბაბულია ძავაშვილისა და ლუკა ქსოვრელის ადგილსამყოფელი 22 იანვრის შემდეგ არ იცის.

„შვილები დამიბრუნონ! თორემ უკვე ისეთ დღეში ვარ, რაღაცას ავუტეხავ ჩემ თავს. მაშ შედეგ სად არიან არ ვიცი და არც მეუბნებიან. მაჩვენონ, რომ ცოტა დავწყნარდე.- ამბობს არკადი ძავაშვილი. მეუღლეზე კი ამბობს, რომ ის უსამართლოდაა დაკავებული და ბავშვებზე ფიზიკურად არ ძალადობდა.

„ლელას დაკავება უსამართლოა. მისი მხრიდან ძალადობის ფაქტები ამ ბავშვებზე არ აღინიშნება. იმ საღამოს ბავშვი აბანავა. სახლში რომ მივედი, ღამის 2 საათი იყო, ლელამ მითხრა, ბავშვი სახლში ვაბანავე, გადმომიხტა, თავით დაეცაო და ხვალ იქნებ პოლიკლინიკაში წავიყვანოთო. 10 საათზე უნდა წაგვეყვანა ბავშვი პოლიკლინიკაში, პოლიციელმა დამირეკა, პოლიციაში მობრძანდიო. როგორც ვიცი, პოლიციას სახლიდან რაღაც რკინა წაუღია, ვითომ, ბავშვისთვის ეს რკინაა ჩარტყმული და ამით არის მკვდარი. ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ანაბეჭდები უნდა ამოვიდეს”.

არკადი ძავაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის ვერსიას, რის მიხედვითაც, ქსოვრელი შვილზე სისტემატიურად ძალადობდა. ის დედის მხრიდან მეორე შვილზე, ლუკა ქსოვრელზე ძალადობასაც გამორიცხავს და ამბობს, რომ ბავშვი ძალიან ცელქია და დაზიანებებსაც ამის შედეგად იღებს.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი სასამართლო პროცესი 22 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება.

პრაიმტაიმი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

გარდაიცვალა უდიდესი ქართველი კომპოზიტორი

“მოვუწოდებ საპატრიარქოს, უარი თქვით ეშმაკის ვერცხლზე”

საგზაო შემთხვევა სენაკში, რომელსაც ორი ახალგაზრდას სიცოცხლე შეეწირა (ფოტო/ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი