რუსული მხარე საქართველოსგან შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის გაწვევას მოითხოვს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი “ საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა. რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის მიერ რუსეთიდან გაწვევას.