შვეიცარიამ ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები დააყადაღა. ალექსანდრე ლუკაშენკოს და კიდევ 14 პირს შვეიცარიაში შესვლა აეკრძალათ. სანქციების სიაში ლუკაშენკოს შვილი ვიქტორიც მოხვდა.
სანქციები, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბელარუსის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის პრეს-მდივანს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სხვა მაღალჩინოსნებს შეეხო.
Loading…