დღეს, გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში საჯარო შეხვედრა გაიმართა, სადაც მოწვეული იყო საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.
შეხვედრის დასაწყისში ნიკა მელიამ მიმართა ახალგაზრდებს რის შემდეგადაც უკვე სიტყვა სალომემ გააგრძელა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გლდანის ახალგაზრდები.
ლექცია თემაზე: ჰიბრიდული ომი და საქართველო, ტარდებოდა კითხვა პასუხის რეჟიმში.
ლექციის დასრულების შემდეგ კი მათ ერთად აღნიშნეს ერთ-ერთი ახალგაზრდა თანამებრძოლის დაბადების დღე, რომელიც წელს პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
შეხვედრის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ…
Loading…