სხვადასხვა

«შეწყდეს სიკვდილის ჰესების აშენება»-სპეცრაზმელებსა და პანკისის მოსახლეობას შორის დაპირისპირების კადრები

პანკისის მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, «სიკვდილის ჰესი» ასე მოიხსენიებენ ისინი ჰესების მშენებლობას, მათი განცხადებით ამ ჰესის მშენებლობით საფრთხე ემუქრება ეკოლოგიას და სრულიად იქ მცხოვრებლებს.

რამოდენიმე ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება სპეცრაზმელებსა და მოსახლეობას შორის პიკს მიაღწია, პოლიციამ მოსახლეობის მიმართ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, დაშავებულია რამოდენიმე აქციის მონაწილე, მათ შორის დაშავებულია პოლიციის თანამშრომლებიც.

სპეცრაზმელების უპრეცედენტო რაოდენობა ამ წუთებშიც რჩება პანკისის ხეობაში, ჰესის მშენებლობა ამ მომენტისთვის კი შეჩერებულია.

აქციის მონაწილეები თელავში შს მინისტრთან და სამხარეო პოლიციის უფროსთან მოლაპარაკებაზე წასულ პირებს ელოდებიან და აცხადებენ რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ავტოავარია თბილისში, არიან დაშავებულებიც

სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი წაეკიდა

Joni Kvaracxelia

სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტი ე.წ. აფხაზურ საგუშაგოებზე უპრობლემოდ გადმოაქვთ

დატოვე კომენტარი