სამოქალაქო აქტივისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბაჩანა შენგელიას და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებული აზრის გამო დევნიან. დღეს ახალგაზრდულმა გაერთიანება «შეცვალემ» სწორედ სოლიდარობის აქცია გამართეს იუსტიციის სამინისტროსთან.
შეგახსენებთ რომ
ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტრომ პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება უკანონოდ წაართვა სოციალურ ქსელში პოსტების გამო. ასევე, ამავე მიზეზით რამდენიმე ადამიანი დაიბარეს დაკითხვაზე სუს-ში.
როგორც სამოქალაქო მოძრაობა «შეცვალეს» წევრები აცხადებენ
«ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური რეპრესიებით დაიწყო, რითიც ცდილობს კრიტიკული აზრის ჩახშობას.
paqtebi.ge
Loading…