განცხადება/მიმართვაპოლიტიკა

“შეწყალება არის პრეზიდენტის სუბიექტური გადაწყვეტილება, რომელიც არც გამორიცხავს შეცდომას”-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე დღეს მორატორიუმი გამოაცხადა, ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩავთვალე, რომ საჭიროა, კიდევ ერთხელ თქვენი მეშვეობით მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მისი წუხილი და ეს ჩემი წუხილიც არის, როცა საზოგადოება შფოთავს რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებებზე. მინდა, ვთქვა, რომ შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის ვინმეს გამართლება, არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი, რაღაც მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება, ეს არის პრეზიდენტის სუბიექტური და პერსონალური გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის შეფასება გარემოებების, მოცემულობისა და შეფასება იმ ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, რომელიც არც გამორიცხავს შეცდომას და არც გამორიცხავს, რომ სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმ გარემოებებზე”, – განაცხადა  ზურაბიშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

“არ ველოდი…”-გიორგი რურუა თავისუფალია

roma sajaia

ჰონგ-კონგში მომიტინგეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: ყველა პოლიტიკურ ხელისუფლებას მოვუწოდებ, ოლიმპიურ ზავს პატივი სცენ და მშვიდობას შანსი მისცენ

დატოვე კომენტარი