„შეუძლებელია რომ ეს ორი ახალგაზრდა, ეგუებოდეს იმას, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში»-ეკა ბესელია დეპუტატების მიერ «ოცნების» დატოვებაზე

0
311

დეპუტატი ეკა ბესელია თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან  ჯაბა ჯიშკარიანისა  და ვატო შაქარიშვილის  წასვლას გამოეხმაურა:

„შეუძლებელია რომ ეს ორი ახალგაზრდა, რომელიც წარმოადგენს მათ შორის ჩვენი ერთობლივი ბრძოლის სიმბოლოს სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეგუებოდეს იმას, რაც დღეს ხდება მმართველ პარტიაში. შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოწონდეთ ის, რაც დღეს ხდება, როდესაც აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების, მათი მხარდამჭერების თუ შემქმნელების, ამიტომ მათი პროტესტი არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი,“-განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ