შესაძლოა გალელმა დევნილმა, ნათია თოდუამ „ევროვიზია 2018“ გერმანია წარადგინოს
ნათია თოდუა გერმანიის Voice-ში გამარჯვებულია და ეხლა ის 6 კონკურსანტს შორის „ევროვიზია 2018“ -ში მოსახვედრად იბრძვის. იმ შემთხვევაში, თუ ნათია გაიმარჯვებს შესარჩევ ტურში, ის ევროვიზიაზე გერმანიას წარადგენს.
„My Own Way“ — ეს მისი საკონკურსო სიმღერაა, რომელიც მან დღეს წარადგინა კონკურსისთვის გადაღებულ ვიდეოკლიპის სახით.
ნათია თავის ფეისბუკ გვერდზე მეგობრებსა და მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „მეგობრებო, ჩემი პირველი სიმღერა „My Own Way“ უკვე გელოდებათ, რომ მოუსმინოთ. თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია და ველოდები თქვენს შეფასებას. ძალიან მიხარია, რომ პოზიტივით მავსებთ და უდიდეს ძალას მაძლევთ Eurovision Song Contest Deutschland შესარჩევი ფინალური ეტაპისთვის, რომელიც ხუთშაბათს იქნება. მადლობა, რომ მაძლიერებთ“.