ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სერვისის ზოგიერთი მომწოდებელი, განსაკუთრებით სტომატოლოგები, აივ-დადებითი პირების მომსახურებაზე უარს აცხადებენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ აივ/შიდსით ინფიცირებულთა მიმართ გამოვლენილი უარყოფითი სოციალური დამოკიდებულება და დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება კვლავ დაბრკოლებად რჩება. არასამთავრობოებზე დაყრდნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალური სტიგმის გამო ადამიანები აივ-ტესტირებასა და მკურნალობაზე უარს აცხადებენ.
previous post