უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადება უკრაინული ტელეკომპანიის „1+1“-ის ეთერში გააკეთა.
“როგორ შეიძლება სხვაგვარად უმაღლესი დონის შეხვედრების გამართვა? როგორ შეიძლება ხელის ჩამორთმევის გარეშე დიალოგის დაწყება? როგორ შეიძლება რამეზე მოლაპარაკება და საკითხების გადაწყვეტა?”
“ჩვენ ნამდვილად გვინდა ომის დასრულება – ე.ი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ. გულწრფელად გეტყვით, თუ ხვალ ჩვენ დაგვიბრუნებენ დროებით ოკუპირებულ დონბასს, მე შემიძლია, პუტინს კიდევ 10-ჯერ ჩამოვართვა ხელი, ხოლო თუ ჩვენს ყირიმს დაგვიბრუნებენ, ხოლო მას ოდესმე აუცილებლად დაგვიბრუნებენ, შეიძლება 100-ჯერაც ჩამოვართვა ხელი. მე მზად ვარ ამაზე შედეგისთვის”- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
Loading…
