სოცქსელი

შემთხვევა რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა: ბავშვი მამის გარდაცვალებიდან 1 წლის და 8 თვის შემდეგ გაჩნდა

კლინიკა “კარაფს მედლაინის”  მეან-გინეკოლოგი მანანა ქოჩიაშვილი, სოციალურ ქსელში  უცნაურ შემთხვევაზე წერს:

“ჩემს ხელში უამრავ პაციენტს გაუვლია, უამრავი საინტერესო და ტრაგიკული ისტორიით, ეს შემთხვევა არის ტრაგიზმის, გმირობის, სიყვარულის და სიხარულის შედეგად მიღებული ნაყოფი…in vitro განაყოფიერების პროცესში, სანამ დედის საშვილოსნოში ემბრიოტრანსფერი განხორციელდებოდა, 1 წლის და 8 თვის წინ ამ პატარა ანგელოზს მამა გარდაეცვალა და მომავალი დედა ნათია მესხია და ჩვენ ექიმები დავრჩით 1 ემბრიონის ანაბარა.

პასუხისმგებლობა ასმაგად დიდი იყო, რადგან ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა და ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ის ფაქტი, რომ არცერთი ნიუანსი არ უნდა გამოგვპარვოდა. ემბრიონი გადავიტანეთ და ორსულობაც დადასტურდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს საქმიანობაში ღმერთის ხელი რომ არა, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით და განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს და თამარ ხასაიას. რომ არა შენ თამარ ჩვენ უძლურები ვიქნებოდით ამ დიდი გამარჯვებისთვის.

მე ვარ ბედნიერი თქვენით წინ დიდი მწვერვალები გველოდება დასაპყრობად”” – წერს მანანა ქოჩიაშვილი.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ბრრრ ქოცებო, დროა წაშავდეთ, წამიწდეთ, წაბნელდეთ .ელიავა გელით ცოცხებო”-მეგი გოცირიძე

“გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში დაშვებულია მძიმე მეთოდური შცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს!!!!”

Joni Kvaracxelia

“ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთმანეთზე გადაფსკვნილები…”

roma sajaia

დატოვე კომენტარი