მსოფლიოში

შემდეგი ხუთი წელი ყველაზე ცხელი იქნება პლანეტაზე

ბრიტანეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ შემდეგი 5 წელი ყველაზე ცხელი იქნება მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში, — ინფორმაციას FaceNews.ua ავრცელებს.

სინოპტიკოსების თქმით, მსოფლიოში საშუალო ტემპერატურა 1,15 — 1,46 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს. ამავე დროს, აღინიშნა, რომ მიმდინარე ხუთი წელი ასევე ყველაზე ცხელი იყო დაკვირვების დასაწყისიდან — წინა მაჩვენებლებზე საშუალოდ 1,09 გრადუსით მეტი.

”ვულკანური აქტივობების მასშტაბის შესაძლებლობის გამოკლებით, ეს პროგნოზები გვიჩვენებს, რომ ჩვენ სწრაფად მივუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც გლობალურ ტემპერატურაზე ვნახავთ დროებით გადასვლას 1.5 გრადუს ცელსიუსზე მაღლა”, — განაცხადა ადამ შიფმა, რომელიც პასუხისმგებელია გრძელვადიან პროგნოზებზე ბრიტანეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში.

Loading…

ბრიტანელმა მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდა უნდა შემცირდეს 1.5 გრადუს ცელსიუსამდე. ეს ნორმა დადგენილია პარიზის კლიმატის 2015 წლის ხელშეკრულებით. სინოპტიკოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ დედამიწაზე მიმდინარე დათბობის გამო,  ამ სიტუაციაზე პასუხის გასაცემად ”შესაძლებლობების სარკმელი ვიწროვდება”.

გლობალური დათბობა ყველაზე მეტად იმოქმედებს ევროპის ჩრდილოეთ რეგიონებზე, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ჩრდილო ატლანტიკურზე.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

ბაღდადში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

უკრაინა კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს

ვინ გახდა ყირგიზეთის პრემიერ მინისტრი

დატოვე კომენტარი