განცხადება/მიმართვა

შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციების შემდგომ — ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ის გაგრძელდება. ღარიბაშვილის თქმით, შარლ მიშელის მოწოდება იყო, რომ პოლიტიკურმა ძალებმა გამონახონ საერთო ენა და იდეა, რომელიც ქართველ ერს გააერთიანებს.

პრემიერის განცხადებით, ის კონსულტაციას გაივლის ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსთან და ამის შემდეგ აცნობებს მმართველი გუნდი საზოგადოებას საკუთარ პოზიციას.

«დღეს გავმართეთ დიალოგი, ვიმსჯელეთ მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც იმ განსხვავებებზე ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან. გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომელზეც არგუმენტირებული პოზიცია გვაქვს. ასევე მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან დასმული შეკითხვები და გავეცი პასუხი. შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტსაბჭოსთან და შემდგომ ნაბიჯებზე ჩამოვყალიბდებით. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რჩევა და მოწოდება იყო, რომ ყველამ ერთად რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა. უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა და საერთო იდეა, რომელიც ჩვენს ერს გააერთიანებს. საერთო ეროვნული თანხმობა სჭირდება ჩვენს ერს რეალურ საკითხებზე და არა იმ განსხვავებებზე, რომელიც შეიძლება, გვქონდეს», — განაცხადა ღარიბაშვილმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ძალა ერთობაშია და არა ”ბოკერია-ჩერგოლეიშვილში”-თაკო ჩარკვიანი

«მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს»-გრიგოლ ვაშაძის საგანგებო ბრიფინგი (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ახლა არის დრო შეიცვალოს ზუგდიდის მერი და მოისპოს კორუფციული სქემები-სანდრა რულოვსი

დატოვე კომენტარი