სხვადასხვა

შემაშფოთებელი სტატისტიკა – საქართველოს 12000-ზე მეტმა მოქალაქემ წერა არ იცის

საქართველოში მცხოვრები 12 576 მოქალაქე წერა-კითხვის უცოდინარია. მათ შორის 9 517 სოფლად ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს. წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობიდან 900 მოქალაქის ასაკი 10-დან 20 წლამდეა. საქსტატის ცნობით, წერა-კითხვის არმცოდნე მოსახლეობის მესამედი ეთნიკურად არაქართველია. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების შედეგად ირკვევა, რომ წერა-კითხვა იცის, მაგრამ დაწყებითი განათლება არ აქვს 104 ათასზე მეტ მოქალაქეს. მოსახლეობის 8%-ს კი მხოლოდ საბაზო განათლება აქვს მიღებული.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

სახალხო დამცველის ოფისი გუშინდელმა მიწისძვრამ დააზიანა

Joni Kvaracxelia

წარუმატებელ თვითმკვლელობაზე მოქალაქეს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება

ქართველმა მორაგბეებმა რუსი მეტოქეები დაამარცხეს

დატოვე კომენტარი