გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, ვანო მერაბიშვილის შეწყალებას ითხოვს და პრეზიდენტს მიმართავს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველო ლიდერთა შორის“ დამფუძნებელი, მამუკა გამყრელიძე ამ წინადადებით საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნის:
«იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ბოლო კეთილ საქმედ შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი. ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირადად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს,“ — განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.