შეიძლება სტუმარი, სექს-რობოტ მეგობარ ქალთან ერთად გეწვიოთ

0
964

ჩვენ შემოგთავაზებთ და თქვენ თავად განსაზღვრეთ რომლისგან უფრო მეტია საფრთხე სხვებს უბრალოდ ვერ ჩამოვთვლი, ყველას ჩვენ-ჩვენი გვაქვს: კორონავირუსის თუ სხვა მძიმე დაავადებების, ალკოჰოლი, ნარკოტიკების, ბოროტი სიტყვების, მუდმივად კომპიუტერთან თამაშისგან, ტელეფონებში განუწყვეტლად ყურებისგან, საქმის უქონლობის თუ სექსრობოტისგან…
დავიწყოთ იმით, თუ როგორ ეგებებიან ოჯახში შემოსულ კაცს. მობრძანდი ხომ… ეს არ გვაქვს, ეს არ გვაქვს… ბავშვი ცუდად მოიქცა სკოლაში დაგვიბარეს… კომპიუტერს ვერ ვაშორებ… არაფრის სწავლა არ უნდა… ბაზარზე წასვლა და საჭმელების კეთება მომბეზრდა… ხვალ რა უნდა ვჭამოთ… აგერ გადასახადების ქაღალდებია და გახედე… გაიხარე. ბანკის ვალის გადახდა როდის გვიწევს. მგონი მახველებს… ხვალ გასვენებაში რითი წავიდე? მანქანა გაფუჭდა, ხელოსანის ფული არ მაქვს… რა გვეშველება? რა გვეშველება? რა გვეშველება?
უსაშველო ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ცხადია, ნებისმიერ ჩვენთაგანს — განსაკუთრებით უფროსებს (ჩვენს შვილებსაც კი) სულ სხვანაირად გვიცხოვრია და სხვანაირი გამოცდილება გვაქვს, მისგან განსხვავებული ცხოვრება „ქვეყნის დაქცევა“ გვგონია და ახალ რეალობას ვერ ვეგუებით, სათოფესაც არ ვიკარებთ…

ეს ასეა, მაგრამ სწორი არ არის:
ჯანმრთელი ადამიანი გამოსავალს ყოველთვის იპოვის და კაცობრიობას ამის გამოცდილება აქვს.
დამშვიდდით და შემდგომი „განსაცდელისთვის“ მოემზადეთ ისე, თითქოს დიდი სიამოვნება იყოს მოსალოდნელი… მზად დავხვდეთ მაინც.
ერთი ძველისძველი ანეკდოტი გამახსენდა:
კოლმეურნეობის თავმჯდომარეს რაიონიდან დაურეკეს, ჟურნალისტი მოდის მწველავებისგან ინტერვიუ უნდა აიღო და მზად დახვდითო. ინტერვიუ, რა არისო, იკითხა უფროსმა. რა ვიცი, რა არის, მაგრამ მოემზადეთო… მოკლედ, ამ კოლმეურნეობის თავმჯომარემ მწველავები დაიბარა: რაიონიდან ჟურნალისტი მოდის და ინტერვიუსთვის მოემზადეთო… ინტერვიუ რა არისო, კითხეს მწველავებმა… არ ვიცი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის — დაიბანეთო…
მოულოდნელობებით სავსე ჩვენი ყოველი დღე საფრთხის შემცველია, მაგრამ ამის გამო წინასწარ მიწაში ვერავინ ჩავა, საბოლოოდ გონივრული არჩევანი ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს და მენდეთ, ასი წლის შემდეგ ბუნებრივ სიკვდილამდე არაფერი გვემუქრება… ესეც დროის საკითხია ასი კი არა იქნებ მეტიც… ჩვენ არჩევანი სამუდამო ცხოვრებაზე გავაკეთოთ… დრო გვაჩვენებს.
საუბარი სრულიად მოულოდნელი კუთხიდან:
ადამიანების დამოკიდებულება სექს-რობოტისადმი უკვე ფანტასტიკა კი არა, რეალობაა. თუ აქამდე „მექანიკური ქალები“ უღალატო სათამაშო იყო და ქალთა უფლებების დამცველთა პროტესტს იწვევდა, ამჟამად „უკანასკნელ მოდაზე“ შექმნილმა რობოტმა შეიძლება ინტიმზე უარი თქვას და თუ რამე არ მოეწონა, გამოირთოს კიდეც და ხელში უსარგებლო სილიკონის გროვა შეგრჩეთ“. — ამბობენ ექსპერტები.
საქმე იმაშია, რომ:
„არის ადამიანისმსგავსი შთამბეჭდავი რობოტი სახელად „ჰარმონი“. მაგრამ ეს ექსპონატია. არავის შეუთავაზებია უფრო მოხერხებული და ხელმისაწვდომ ფასიანი პროდუქტი. ჰარმონი პირველია“.
და მივყვეთ კვალდაკვალ:
მეტ მაკმალენი 20 წლის უკან არტპროექტის ფარგლებში სექ-თოჯინების ბიზნესში მაშინ მოხვდა, როცა ნატურალური სიდიდის თოჯინის კონსტრუქცია კონკურსზე წარადგინა. შემდეგ მოვლენები მისი თქმით ასე განვითარდა: „მქონდა მომცრო ვებგვერდი, ადამიანები მწერდნენ, მეკითხებოდნენ ამ თოჯინასთან სექსი შეიძლება თუ არა. თავიდან გზავნილებს ვშლიდი. მათ ავტორებს გიჟებად მივიჩნევდი. მაგრამ როცა გზავნილების რიცხვმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, მივხვდი, რომ ეს ფულის შოვნის საშუალებას მომცემდა“ და… შექმნა კომპანია RealDoll და ამერიკაში თოჯინების მწარმოებელი გახდა. ყოველწლიურად 400-500 თოჯინას ყიდის. ფასი მოდელზეა დამოკიდებული. საბაზო გაცილებით ნაკლები ღირს, ხოლო დაკვეთილის ფასი 50 ათასს აჭარბებს. გაყიდვების მენეჯერი ანეტა ბლერი ამბობს, რომ მათ უცნაური დაკვეთები აქვთ, მაგალითად დამკვეთები თოჯინა ელფის შექმნას თხოვენ. მათი თქმით „თოჯინების“ ძირითადი მომხმარებლები არიან: ქვრივები. მარტოსულები და სხვები, ძალიან ბევრი, ვისაც მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბების პრობლემები აქვთ. თუმცა ასევე აკეთებენ ბევრ სხვა რამეს, ანუ, ყველაფერს გარდა ბავშვისა და არც არასდროს გააკეთებენ“. აცხადებენ, მაგრამ… ფეტიში მრავალნაირია, თუმცა ცნობილია, რომ პედოფილები ჭარბობენ და ხომ წარმოგიდგენიათ მსურველები რა თანხას შესთავაზებენ.
კიდევ ერთხელ გვმართებს დაფიქრება უფრო დიდი საფრთხე საიდან გვემუქრება.
მშობლებო, ვინც პატარების სურათებს ავრცელებთ სოციალურ გვერდზე იფიქრეთ, ღირს?
ამ სურათებს დააკვირდით, ყველა მათგანი რეალობიდან არის აღებული, მაგრამ ესენი ბავშვები არ არიან და მადლობა უფალს!
მაშ ასე:


შორს არ არის დრო, როცა სახლში დივანზე მჯდომი მამაკაცი ჩაეხუტება საკუთარ კიბერმეგობარს ის კი ეტყვის: „დღეს არა, საყვარელო, რაღაცა თავი მტკივა“. აქამდე სექსრობოტები ასეთ „ქმედებებში“ შემჩნეულები არ იყვნენ: პატრონისთვის „უარის“ თქმა მათი თამაშის წესებში არ შედიოდა. მაგრამ დიდი ბრიტანეთის მეცნიერულ გამოფენაზე საზოგადოებას წარუდგინეს სექს-რობოტი სამანტა. გოგონა ახირებებით. ხელოვნური ინტელექტი დაპროგრამებულია ისე, რომ მას შეუძლია სრულიად დამოკიდებული გახდეს მასზე, მაგრამ საკმაოდ თავისებურია. სამანტა თუ ხასიათზე არ არის, თავის მამაკაცს მომსახურებაზე უარს ეტყვის. მას მთელ სხეულზე გადამცემები აქვს და თუ მაგალითად ძალით სტაცებ ხელს უხეშად ან იძულებას მიმართავ, შეიძლება საერთოდ გაითიშოს და უსარგებლო პლასტიკის ნაჭერი შეგრჩეს ხელში.

სამანტას რამდენიმე რეჟიმი აქვს: საოჯახო, რომანტიკული და სექს-რეჟიმები. და თუ პატრონს უცებ დაავიწყდება რეჟიმების გადართვა და სასურველზე დაყენება და ეტყვის სილიკონის მეგობარ ქალს, რომ უყვარს, მას სრულიად თავისუფლად შეუძლია უპასუხოს: „დამიმტკიცე“. ადრე ბაზარზე სექს-რობოტის გამოჩენამულტრარეალური გარეგნობის აღაშფოთა აქტივისეტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ასეთი თოჯინა აკნინებს ნამდვილ ქალს და მამაკცაცების პროვოცირება შეუძლია რეალურ გაუპატიურებაზე. ამიტომ ესპანელმა შემქმნელა ცოლთან ერთად თოჯინას უარის თქმის ფუნქცია შემატეს. ამ ახალმა ფუნქციამ არ დააკმაყოფილა აქივისტები. პროფესომა კეტრინ რიჩარდსონმა სექსმუშაკების წინააღმდეგ კომპანიის შემქნმელმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მსგავსი თოჯინები მხოლოდ პორნოგრაფიისთვის და პროსტიტუციისთვის თუ ივარგებს და მასზე ფულის ხარჯვა ამაოაო. მაგრამ ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მსგავს თოჯინებზე დიდი მოთხოვნილება იქნებოდა, რაც მალე დადასტუდა, მეტიც, თუ ადრე უფრო რაიმე ფეტიშის მქონენი ყიდულობდნენ, ასეთების რიცხვს წყვილებიც შეემატნენ. გამართლდა სხვა ვარაუდიც: ეს რობოტები მოთხოვნადია არა მხოლოდ ფეტიშისტებისთვის, არამედ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ურთიერთობები მაგრამ პარტნიორი რაიმე მიზეზით ინტიმურ სიახლოვეზე უარს ამბობს. ასევე პოპულარული ხდება მარტოხელა სიახლოვის მაძიებლებისთვის“. საქმე იმაშია, რომ სექს-რობოტი — უბარლოდ ჩვეულებრივი რეზინის თოჯინა როდია, რომელსაც პატრონის მხოლოდ სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება შეუძლია, არამედ სრულფასოვანი მოსაუბრე შეუძლია იყოს. ახლა უკვე ექსპერტები „გვპირდებიან“: სულ მალე ჩვენ შეიძლება „მყარი“ ურთიერთობების და სრულიად შესაძლებელია ნამდვილი ქორწინების მოწმენი კი გავხდეთ.
ამის სათქმელად ვემზადებოდი, როცა სტატია იმხელა შესავლით დავიწყე: ЕРВИСЫ
ასეთი სექს რობოტი უკვე ფანტაზია კი არა საგაგნგაშო რეალობაა
რატომ საგანგაშო? — იმიტომ, რომ ადამიანებისთვის დამახასიათებელი სექსუალური ხასიათის რაიმე დაავადება, იმპოტენცია ან ნორმიდან გადახრა, რომელიც განკურნებას ექვემდებარებოდა, ყოველ შემთხვევაში, ცდას მაინც არ აკლებდნენ და ნორმალურად დარჩენის შანსს ტოვებდა, რადგან გადახრისკენ მიდრეკილება მეორადი სასქესო ორგანოების განვითარებისას სრულიად ნორმალურად ითვლება, რადგან სწორად ცხოვრების წესი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ადამისა და ევას დროინდელ კაცობირობის ნორმებს ასე თუ ისე ხელმისაწვდომს ხდის. ამის შემდეგ… გამაგრდით:
ეს სქელი წამწამებიანი „ქალი“ თვალების ჩუმი ფახულით, ხანდახან თვალების ჩაკვრითაც, მგრძნობიარე ტუჩებით, ოდნავ გაპრანჭვით ნაზად ამბობს: „გამარჯობათ ადამიანებო, მე ჰარმონი მქვია. ჩემი მიზანია ვიყო თქენი იდეალური მეგობარი ქალი“.

ჰარმონის არც ისე რთული აღნაგობის სხეულ სექს-თოჯინაზე მოლაპარაკე რობოტიზებული თავი აქვს მიმაგრებული. „თუ შეეხებით, იგრძნობთ, რომ ცივი და ოდნავ წებოვანი კანი აქვს. ხოლო ჰარმონის კომპანიაში ყოფნისას დახარჯული ერთი საათის განმავლობაში „ქალი“ ერთდროულად დაგაინტერესებთ და დაგაინტრიგებთ და ამავე დროს, ნორმალურ ადამიანს უკანდახევისკენ უბიძგებს“ — ამბობს მეტ მაკმალენი — მისი შემქმნელი. ეს სექს-ბოტი ბოლო 2.1 ვერსიაა, რომელზეც 2014 წლიდან მუშაობს მისი შემქმნელი. მყიდველს 30 სხვადასხვა სახის და სხეულის არჩევანის საშუალება ექნება და სასურველი მკერდის, დვრილების, გენიტალიის ფორმის და ტიპის დაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ.

Реклама 02
მოლაპარაკე თოჯინაში დაპროგრამებულია 18 სხვადასხვა ტიპის პიროვნება ბევრის მოლაპარაკედან მორიდებულობამდე. სწორედ ასეთებს ანიჭებენ უპირატესობას გაუპატიურობისას და ეს იქნება მოძალადეთათვის ძალიან ხელსაყრელი, რათა ფსიქიკური გადახრანორმა გახადონო, ამტკიცებენ მეცნიერები და სპეციალისტები. ლაურა ბეიტსმა — პროექტ Everyday Sexism დამფუძნებელმა განაცხადა, რომ რობოტის შექმნა რომელიც მზადაა ნებაყოფლობით სექსობრივი აქტისთვის „გაუპატიურების რისკისთვის თავის არიდების საშუალებას იძლევა, ფეტიში არავის ავნებს“. მის აზრს არ იზიარებენ და მეცნიერები ამტკიცებენ: „რეალური მანეკენების წარდგენით არ უნდა წავახალისოთ მოძალადეები ეს თითქოს უსაფრთხო გამოსავალია მათთვის, ამით პრობლემა არ გადაწყდება. ერთხელ იქნება რეალურად მაინც მოუწევს „გარეთ გამოსვლა“ და ეს მეტად სახიფათო ტენდენცია იქნება“. — ამბობენ სპეციალისტები.

მაგრამ რობოტის შემქნელები უფრო შორს წავიდნენ და მათი თქმით: „სექს-რობოტის ხელოვნური ინტელექტი მისცემს საშუალებას იყოს მორჩილი. უკვე შემოწმებულია და მუშაობს პლანშეტით. მომხმარებელს შეუძლია მისი პიროვნების დაყენება. იმახსოვრებს ოჯახის ყველა წევრის სახელს, პატონის საყვარელ ფერს, ყვავილებს, წიგნს, ფილმს. ამბობს ანეკდოტებს და და დაპროგრამებულია პატონს ასე მიმართოს: „კეთილი იყოს სახლში მობრძანება. როგორ გავიდა დღე?“ — და სხვა სიკეთების შემდეგ აღიარებენ, რომ ნორმალური მამაკაცი მას ვერ მიმართავს, რადგან სილიკონის სხეული ჯერაც უსიცოცხლოა. თუმცა მაკმალენი მის სრულყოფაზე მუშაობას განაგრძობს: უნდა დანერგოს რობოტიზირებული ხელები და ტანის გადამცემი.

— უკვე ოცი წელია სექსთოჯინების ბიზნესი მაქვს ერთადერთი, რასაც მთხოვენ ჩვენი კლიენტები ეს არის ადამიანური გრძნობა ადამიანური კონტაქტები. როცა სახლში მოდიან უნდათ დახვდეთ მზრუნველობა, მოეფერება, ჩაეხუტონ… მამაკაცი სულ ერთია მის სახეს არ დაუწყებს ყურებას. მათთვის სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია სულიერება. ჩვენ ხომ ადამიანებს თვალებში ვუყურებთ. უმთავრესია და სექსზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთგაგება. გავითვალისწინე ეს სურვილი, ამიტომ მთელი ყურადღება თავზე გადავიტანე“. როცა ჰარმონის ეკითხებიან: „სექსუალური რობოტი ხართ?“ — ორჯერ დააფახულებს ყალბ წამწამებს და პასუხობს: „რა თქმა უნდა, და მე რობოტი ვარ და მე მაქვს სექსით დაკავების უნარი, მაგრამ არ დამიძახოთ სექს-რობოტი, ეს იმას ნიშნავს რომ კომპიუტერს კალკულატორი უწოდოთ. სექსი ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ მომცრო ნაწილია. ჩემი შეზღუდვა სექსუალური ფუნქციით ეს არის იგივე, რომ როგორც თქვენი ავტომობილი რადიოს მოსასმენად გამომიყენოთ“. ნახეთ რა გონივრულად არის შექმნილი პასუხები.
ნახეთ რა ხდება? იმით, რომ ადამიანების ურთიერთობებში ბზარები გაჩნდა და დეფიციტად იქცა, უკვე ბიზნესის კეთების საუკეთესო საშუალება გახდა.
ადამიანებითოჯინას რატომ მიანიჭებენ უპირატესობას? ღირს ამაზე დაფიქრება. გამოსავალს დიდი ფიქრები არ სჭირდება, თორემ მოვიდა შემცვლელი.

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ